ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი
იერსახე
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი | |
|---|---|
|
| |
| დეტალები | |
| დამტკიცდა | 26 ნოემბერი, 2010 |
| გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
| ფარი | ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, სტილიზებული ფორმის ყურძნის მტევანი ორი ფოთლით, ბოლნური ჯვარი |
| ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
| დევიზი | ამბროლაური |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი — ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომლის შუა მწვერვალი მაღალია; მთაზე მოთავსებულია სტილიზებული ფორმის ყურძნის მეწამული მტევანი ორი ფოთლით. მთის ზემოთ გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი მეწამულ ველზე.
გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია დევიზი — „ამბროლაური“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||