რუსთავის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Coat of Arms of Rustavi.svg
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი

რუსთავის გერბირუსთავის თვითმმართველი ქალაქის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2009 წლის 9 იანვრის წლის 217-ე დადგენილების საფუძველზე.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ჰერალდიკური ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად. პირველი ნაწილი ვერცხლისფერი, მეორე ნაწილი - წითელი ველი. მთლიანად ფარის ველის მარცხენა ნაწილი არის წითელი ფერის, ხოლო მარჯვენა ვერცხლისფერი. ფარის მარცხენა წითელი ფერის ველის თავში გამოსახულია ვერცხლისფერი ჯვარი, ხოლო მარჯვენა ვერცხლისფერი ველის თავში გამოსახულია ხუთქიმიანი ტიტულარული გვირგვინი წითელი ფერის.

ფარზე მოთავსებულია ორი სარტყელი, I გალავანი, II მდინარე. გალავანი და მდინარე ორი ფერით არის გამოსახული. მარჯვენა ნაწილი ვერცხლისფერ ველზე წითელი, მარცხენა - წითელ ველზე ვერცხლისფერი. გერბის ფარს გარს არტყია შესამკობელი - ვაზის ფოთლების ვერცხლის ორნამენტი.

ფარის ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხესიმაგრის ფორმის) საქალაქო გვირგვინი. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი „რუსთავი“.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]