თელავის მუნიციპალიტეტის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თელავის მუნიციპალიტეტის დროშა
მიღებულია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით, 20 აპრილი, 2016 წლის[1]
პროპორცია National flag, civil and state ensign 2:3
წინა დროშები

თელავის მუნიციპალიტეტის დროშა 2010-2016 წლებში
პროპორცია National flag, civil and state ensign 2:3

თელავის მუნიციპალიტეტის დროშათელავის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ლაჟვარდის 1/3 და მეწამულ 2/3 ველებად.

ლაჟვარდისა და მეწამული ველების კვეთის ცენტრში მოთავსებულია ფარი, რომელიც დროშის სიმაღლის 1/2-ია. ფარი ზემოდან ქვემოთ გაყოფილია ორ ნაწილად ტალღოვანი სამი ვერცხლის ყაბიწით. ფარის პირველ ნაწილში მეწამული ველის ცენტრში მოთავსებულია ოქროს ქვევრი. ფარის მეორე ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ორი ოქროს მტევანი და ვაზის ორი ოქროს ფოთოლი.

ფარს შემოვლებული აქვს თეთრი ფერის არშია. დროშის პროპორციაა 2/3.

წინა დროშის აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად: მეწამულ (წითელ) და ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფრთოსანი ცხენი. დროშის პროპორციაა 2:3.

ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს თელავის მუნიციპალიტეტი ორ ადმინისტრაციულ ერთეულად: თვითმმართველ ქალაქ თელავად და თვითმმართველ თემ თელავის მუნიციპალიტეტად გაიყო. ახალი გერბებისა და დროშების შესაქმნელად გამოცხადებულ ჰერალდიკის კონკურსში გამარჯვებული დროშა 2016 წლის 20 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით დამტკიცდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) (აპრილი 20, 2016). ციტირების თარიღი: 28 ივლისი 2016.