ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გერბი
იერსახე
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | 25 ივნისი, 2014 |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ოქროს შველი, ცხრა ქიმიანი ვარსკვლავი, ლელოს ოქროს ბურთი, ზურმუხტოვანი მთები, შვიდტალღოვანი სარტყელი |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | ლანჩხუთი |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გერბი — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. დამტკიცებულია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №11 დადგენილებით, 2014 წლის 25 ივნისს[1].
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი გაყოფილია 4 არათანაბარ ნაწილად:
- I ნაწილი — მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს შველი და ვერცხლის ცხრა ქიმიანი ვარსკვლავი.
- II ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ზეაღმართული ოქროს ხელები ლელოს ოქროს ბურთით.
- III ნაწილი — ვერცხლის ველზე გამოსახული ზურმუხტოვანი მთები.
- IV ნაწილი — ლაჟვარდოვან ველს მარჯვნიდან მარცხნივ გადაკვეთს ვერცხლის შვიდი ტალღოვანი სარტყელი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი. (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ლანჩხუთი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|