შინაარსზე გადასვლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეტალები
დამტკიცდა 29 აპრილი, 2011
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ოქროს მთა, ციხე-სიმაგრე, ოქროს თასი, ვერცხლის წყარო, ოქროს ხორბლის ძნა, კამეჩის შავი თავი
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი დედოფლისწყარო

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გერბიდედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2011 წლის 29 აპრილს.[1]

გერბის ფარი გაკვეთილია, გადაკვეთილი და იყოფა ოთხ ნაწილად.

  • I ნაწილი — ლურჯ ველზე ოქროს მთაზე მდგარი ოქროს აღჭურვილი ციხე-სიმაგრეა ორი კოშკით, რომელთა შორის გალავანზე აღმართულია ვერცხლის ხორუგვი, რომელზეც გამოსახულია მეფე თამარის წითელი ხელრთვა. ციხე-სიმაგრის სარკმელები და ნახევრად ღია კარიბჭის ველი მეწამულია.
  • II ნაწილი — მეწამული ველის ზედა ნაწილში მოთავსებულია ოქროს თასი, მის ქვემოთ ვერცხლის წყარო, დაბლა ოქროს მთა.
  • III ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ხორბლის ძნა.
  • IV ნაწილი — ვერცხლის ველზე კამეჩის შავი თავი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „დედოფლისწყარო“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]