ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Akhmetis gerbi.jpg
დეტალები
დამტკიცდა 30 ნოემბერი, 2011
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ოქროს მახვილი, შურდული, ოქროს ვერძი, ოქროს მტევანი
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი ახმეტა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გერბიახმეტის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2011 წლის 30 ნოემბერს.[1]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი სამ ნაწილადაა გაყოფილი. ორთითასებრი ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ჯვრით. ორთითა ჯვარზე, ცენტრში მოთავსებულია ვერცხლის ქობაშემოვლებული მცირე ფარი, რომელიც ტეხილად არის გადაკვეთილი და იყოფა მეწამულ და ლაჟვარდოვან ველებად. მეწამულ ველზე მოთავსებულია სამი ვერცხლის ციხე-კოშკი. გულის ფარის თავი წარმოადგენს ლაჟვარდოვან ველს.

  • I ნაწილი — მეწამულ ველზე მოთავსებულია ირიბად გადაჯვარედინებული ოქროს მახვილი და შურდული.
  • II ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ვერძი.
  • III ნაწილი — მეწამულ ველზე ყურძნის ოქროს მტევანი ორი ოქროს ფოთლით.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი — „ახმეტა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]