ახალგორის მუნიციპალიტეტის გერბი
იერსახე
ახალგორის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
დამტკიცდა | დამტკიცებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №4 დადგენილებით, 26 აპრილი, 2010 წ. |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | მეწამული ჯვარი, ვერცხლის აბჯარი |
ფარმჭერები | ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
დევიზი | ახალგორი |
ახალგორის მუნიციპალიტეტის გერბი — ახალგორის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი ტეხილად არის გაყოფილი ორ ნაწილად — ვერცხლის და მეწამულ ველებად.
- I ნაწილი — ვერცხლის ველზე შტანდარტის ტიპის მეწამული ჯვარი.
- II ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის აბჯარი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ახალგორი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|