თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარმჭერები | ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა |
დევიზი | თერჯოლა |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გერბი — თერჯოლის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2017 წლის 5 ივნისს №8 დადგენილებით.[1]
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი გაკვეთილია და ქონგურისებრად გადაკვეთილია ოთხ ნაწილად:
- I ნაწილი — ზურმუხტის ველზე ოქროს საყდარი.
- II და III ნაწილი — ზურმუხტის მტევანი, ვაზის ორი ზურმუხტის ფოთლით.
- IV ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ზედა ნაწილში ოქროს თაღოვანი ხიდი, ქვედა ნაწილში კი ოქროს სამი შემცირებული ტალღოვანი სარტყელი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „თერჯოლა“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-03-30. ციტირების თარიღი: 2023-03-30.
|