სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარმჭერები
ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი
მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის გერბი — მესტიისმუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 5 ნოემბერს, № 43 დადგენილებით.
II ნაწილი — ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველს კვეთს სამი ვერცხლის სარტყელი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროს ვერძისტყავი;
III ნაწილი — ველი გადაკვეთილია ვერცხლის ტეხილით, რომლის ზურმუხტის ველზე გამოსახულია ოქროს დათვი აღჭურვილი წითელი ენით, ხოლო ზედა ნაწილი ლაჟვარდის ფერია;
IV ნაწილი — მეწამულ ველზე ცენტრში გამოსახულია ვერცხლის სახლი და კოშკი, რომლის მარჯვნივ გამოსახულია ოქროს კვერთხი, ხოლო მარცხნივ - ზეაღმართული ოქროს ხმალი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჯვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „მესტია“.