დროშა წარმოადგენს მეწამული ფერის მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ირიბი ჯვრის ფორმის, ანუ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული საერო და სასულიერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ოქროს კვერთხი. კვერთხთა თავებს შორის მოთავსებულია წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ოქროს თავსარქმელი (გვირგვინი); კვერთხების მარჯვნივ და მარცხნივ თითო ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, ხოლო კვერთხების ქვემოთ — სამყურას ფორმის მუხის ოქროს ფოთოლი ოქროსივე ორი ნაყოფით (რკოთი).