ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარმჭერები ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბიზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2018 წლის 6 ივლისის, № 64 დადგენილებით. [1]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი ტალღისებურად გადაკვეთილია ორ ნაწილად ლაჟვარდ და ვერცხლის ველებად. ვერცხლის ველი შეადგენს ფარის 1/5 ნაწილს. ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი, რომელზეც მოთავსებულია მეწამული მცირე ფარი ცენტრში ღვთისმშობლის ოქროს კვართით.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ზუგდიდი“.

წინა გერბის აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გერბი 2012-2018 წლებში

გერბის ფარს 4 ნაწილად (ველად) ყოფს ოქროს ჯვარი, რომლის მკლავები ეხება ფარის კიდეებს.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ზუგდიდი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]