აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი
იერსახე
აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
ფარი | ლაჟვარდის ხმალი, მეწამული ჰერალდიკური ჯვარი, ოქროს საწმისი, ხუთი ოქროს თავთავი, სამი შემცირებული ვერცხლის სარტყელი |
ფარმჭერები | ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა |
დევიზი | აბაშა |
აბაშის მუნიციპალიტეტის გერბი — აბაშის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემოთ გაკვეთილი, იყოფა სამ ნაწილად.
- I ნაწილი — ვერცხლის ველზე ლაჟვარდის ხმალი, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი.
- II ნაწილი — ლაჟვარდის ველზე ოქროს საწმისი.
- III ნაწილი — მწვანე ველზე ხუთი ოქროს თავთავი. მწვანე ველს ზემოთ და ქვემოთ კვეთავს სამი შემცირებული, ტალღოვანი ვერცხლის სარტყელი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „აბაშა“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|