საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეტალები
დამტკიცდა 27 მაისი, 2011
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ოქროს ხელის მტევანი, ოქროს ქვა, ოქროს ჯვარი, ოქროს ვაზი, ფოთოლი და მტევანი
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გერბისაგარეჯოს მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი გაკვეთილია და ორ ნაწილადაა გაყოფილი.

  • I ნაწილი — ძოწის ველზე ოქროს სახელოიანი ოქროს ხელის მტევანი, რომელსაც შვიდი ოქროს სხივით გასხივოსნებული ოქროს ქვა უჭირავს. ოქროს ხელის მტევნის ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია ექვს-ექვსი (3/3 და 3/3-ზე) ოქროს ჯვარი.
  • II ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს სარზე შემოხვეული, ფესვებიანი ოქროს ვაზი, სამი ფოთლით და სამი მტევნით.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „საგარეჯო“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]