აჟარის მუნიციპალიტეტის დროშა — შექმნილია საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭოს მიერ. აჟარის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია აჟარის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დროშა ვერტიკალურად არის გაყოფილი ორ ნაწილად — მეწამულ და ლაჟვარდოვან ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფარი, რომლის ვერცხლის ველზე მეწამული ჯვარია მოთავსებული.
დროშის პროპორციაა 2:3.