ტიგრანაკერტის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტიგრანაკერტის ბრძოლა
Hpa-tigranakertbattle69.gif
თარიღი ძვ.წ. 69 წლის 6 ოქტომბერი
მდებარეობა ტიგრანაკერტი; დიდი არმენია; თანამედროვე თურქეთი
შედეგი რომაელთა გამარჯვება
მხარეები
რომის სახელმწიფო დიდი არმენია
მეთაურები
ლუკულუსი ტიგრან II
ძალები
40 000, მათ შორის

24000 რომაული ქვეითი, 3300 რომაელი და 10000 გალელი და თრაკიელი ცხენოსანი და ბითინიის ქვეითი ჯარი

100 000-დან 250 000-მდე, სხვადასხვა მონაცემებით
დანაკარგები
უცნობია 10 000-დან 100 000-მდე, სხვადასხვა მონაცემებით

ტიგრანაკერტის ბრძოლამესამე მითრიდატული ომის ბრძოლა რომის რესპუბლიკის და დიდი სომხეთის ჯარებს შორის, რომელიც მოხდა ძვ. წ. 69 წლის 6 ოქტომბერს დიდი არმენიის დედაქალაქ ტიგრანაკერტის მახლობლად. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა იყო სომხების მხარეზე, ბრძოლა დასრულდა სომხეთის გამანადგურებელი მარცხით. იგი დასრულდა მათი დამარცხება, რის შემდეგაც დაიწყო ტიგრან II-ის სახელმწიფოს სწრაფად დაშლის ძალა - ვასალი მეფეების დაცემა, პართიის მეფის ფრატ III-ის ჯარების შემოჭრა სომხეთში და თვით ტიგრანის შვილების აჯანყება, რამაც სომხეთის მეფე ტიგრან II დიდი მიიყვანა რომის ახალი სარდლის გნეუს პომპეუსის წინაშე კაპიტულაციამდე. ბრძოლის პირდაპირი შედეგია რომაელთა მიერ დიდი არმენიის დედაქალაქის - ტიგრანაკერტის დაპყრობა.

წინაისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახლო აღმოსავლეთში ტიგრანის დაპყრობებმა გამოიწვია დიდი არმენიის იმპერიის შექმნა, რომლის საზღვრები გადაჭიმული იყო შავი ზღვიდან ნაბატეის სამეფომდე და მიდიიდან აღმოსავლეთით რომის კილიკია და დასავლეთით კაპადოკიამდე. მეუღლის კლეოპატრას მამასთან პონტოს მეფე მითრიდატე VI-სთან ერთად ტიგრანმა შეძლო პართიის ტერიტორიის ნაწილის და მესოპოტამიაში ლევანტის რეგიონის ანექსია. დაპყრობილ სირიაში მან ააგო ოთხიდან ერთ-ერთი ტიგრანაკერტი, რომელიც მისი სირიული სამფლობელოების ცენტრი გახდა. აქ ჩაასახლა მან დიდი რაოდენობით ტყვე ებრაელები, ასევე, იძულებით გადმოასახლა მოსახლეობა კაბადოკიის, კომაგენეს, ასურეთის და ქურთების და სხვა დანგრეული ქალაქებიდან, რომლებიც მან დაიმორჩილა ძვ.წ. 77 წ. ტიგრანაკერტი აყვავდა და მოგვიანებით ახლო აღმოსავლეთში ელინისტური კულტურის ერთ-ერთი ცენტრი გახდა. ქალაქი აშენდა ისე, რომ გაეძლო ხანგრძლივი ალყისათვის. ის გარშემორტყმული იყო 25 მეტრის მაღალი გალავნით, რომელიც იმდენად ფართო და სქელი იყო, რომ კედლებში თავლები იყო მოწყობილი ცხენებისთვის. ქალაქის კედლების სიახლოვეს განლაგებული იყო მეფის სასახლე, რომლის გარშემო გალავნის გარეთ შეიქმნა სანადირო პარკები და სათევზაო ადგილები. იქვე ახლოს ააგეს ძლიერ გამაგრებული ციხესიმაგრე.

სომხეთის ჰეგემონია რეგიონში დასასრულს მიუახლოვდა მითრიდატეს მესამე ომში მარცხის გამო დასავლეთში. ლუკულუსის მიერ დამარცხებული მითრიდატე გაიქცა და თავი შეაფარა საკუთარ სიძეს, ტიგრან II-ს. ლუკულუსმა ელჩი მიავლინა არმენიაში მითრიდატეს გადაცემის მოთხოვნით. მითრიდატე კოლხეთისაკენ გაიქცა. ლუკულუსმა ძვ.წ. 70 წელს ჯარი დასძრა სომხეთისაკენ. მან დაიწყო თავდასხმის გეგმის შემუშავება. ეს ომის გამოუცხადებლად უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ სენატის მითითებები ასეთ ქმედებებს არ ითვალისწინებდა.

ძვ. წ. 69 წლის ზაფხულში ლუკულუსის ჯარები კაპადოკიაში შეიჭრა, გადაკვეთა ევფრატი და შევიდა ცუპკის რეგიონში (სოფენა). სწორედ აქ მდებარეობდა ტიგრანაკერტი. სოფენაში რომაელთა შემოჭრის შესახებ ცნობა ტიგრანისათვის სრულიად მოულოდნელი იყო. რომაელები იმნდენად სწრაფად მოიწევდა წინ, რომ რაიმეს გაკეთებას აზრი აღარ ჰქონდა. მტერი თითქმის ქალაქის კარიბჭესთან იდგა, როცა ტიგრანმა გაიგო ეს ამბავი. სომხეთის მეფემ, სასწრაფოდ წარგზავნა რომაელთა წინააღმდეგ გენერალი მიტრობაზანი 2-3 ათასი ჯარისკაცით, რათა შეეფერხებინა ლუკულუსის წინსვლა, მაგრამ რომაელებმა უცებ გაანადგურეს სომეხი გენერალი და წინსვლა განაგრძეს. გაიგო რა მარცხის შესახებ, ტიგრანმა ახლობლებს ჩააბარა ქალაქის დაცვა და თავად გაემგზავრა ქვეყნის სიღრმეში, ტავროსის მთებში ჯარის შესაგროვებლად. თუმცა მას არ ჰქონდა დრო სრულფასოვანი არმიის შესაკრებად. ლუკულუსმა გაგზავნა ორი მხედართმთავარი მის შესაფერხებლად. ერთი მათგანი - მურენა აფერხებდა თავად ტიგრანის გადაადგილებას. მეორე, სექტილიუსი კი მიიწევდა ტიგრანთან შესაერთებლად მომავალი არაბთა არმიის მიმართულებით. ისარგებლა რა იმ ფაქტით, რომ ტიგრანის არმია დაკავებული იყო, ლუკულუსმა ალყა შემოარტყა ქალაქ ტიგრანაკერტს, მაგრამ მას არ ეყო საკმარისი ძალები ხლხმრავალი ქალაქის იერიშით ასაღებად.

ბრძოლის მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმიების სტრუქტურა და პოზიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლოკადის დაწყების დროისათვის ქალაქის მშენებლობა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. მოსახლეობის უმრავლესობა არ იყო ტიგრანის ერთგული, რადგან აქ იძულებით გადმოასახლეს სხვადასხვა რეგიონებისა და ეროვნების ხალხი. ქალაქის თავდაცვაზე პასუხისმგებელი იყო ტიგრანის მიერ დატოვებული მხედართმთავარი მანკეი. რომულმა ჯარებმა ქალაქის კედლებთან განალაგეს საალყო ტექნიკა კედლების დასანგრევად, თუმცა ის განადგურებულ იქნა თავდაცვით ბრძოლაში ცეცხლოვანი ისრების დახმარებით. სომეხთა მოსაზრებით, შესაძლოა ამ სახით ცეცხლოვანი ისრების გამოყენება პირველი შემთხვევაა ისტორიაში ბრძოლის მსვლელობაში ქიმიური იარაღის გამოყენებისა.

ხანგრძლივი და წარუმატებელი ბლოკადის შემდეგ, ტიგრანმა ქალაქში წარგზავნა მხოლოდ 6000 მხედარი ალყაშემორტყმული ქალაქიდან დედოფალ კლეოპატრასა და საკუთარი ოჯახის გამოსაყვანად. მხედრებმა გაარღვიეს ალყა, გამოიყვანეს მეფის ოჯახი და უკანვე დაბრუნდნენ ქალაქის გარნიზონის გასამაგრებლად. მოგვიანებით ქალქს მოადგა ტიგრანის არმია, რომელიც დაბანაკდა გორაკზე ქალაქის მახლობლად. ძალთა ბალანსი ბრძოლის წინ იყო დაახლოებით 1: 2 - სომეხთა სასარგებლოდ, რომაელი ისტორიკოსის აპიანეს თანახმად. მთაზე ასულმა ტიგრანმა გადმოხედა რომაელთა ჯარს და განაცხადა: თუ ესენი ელჩები არიან, მაშინ ძალიან ბევრნი არიან, ხოლო თუ მტრები - მეტისმეტად ცოტა.... სომხეთის არმიამ დაიწყო ბრძოლისთვის მზადება. მითრიდატე VI-მ ბრძოლის დაწყებამდე ტიგრანს ურჩია - არყა შემოერტყა რომაელთათვის და მათი საკვებით მომარაგება შეეფერხებინა, საკვების ამოწურვის შემთხვევაში რომაელები დანებდებოდნენ. თუმცა, სომეხთა მეფემ, რომელმაც თავისი გეგმა ომამდე შეიმუშავა, ყურად არ იღო გამოცდილი ნათესავის რჩევა.

სომეხთა ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომეხთა არმია რიცხობრივი უპირატესობით ბევრად აღემატებოდა რომაულ გარნიზონებს. აპიანეს თქმით, იგი შედგებოდა 250 ათასი ქვეითი და 50 000 ცხენოსანი ჯარისაგან. თუმცა სომეხი მეცნიერები თვლიან, რომ ეს რიცხვი ძალიან გადაჭარბებულია. მათი აზრით, ტიგრანაკერტთან განლაგებული სომხური ჯარების რაოდენობა იყო დაახლოებით 70-80 ათასი და ის იყო ეთნიკური შემადგენლობით მეტისმეტად მრავალფეროვანი. მასში შედიოდნენ: სომხები, მიდიელები, ალბანელები, არაბები და სხვ.

რომაელთა ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპიანეს გადმოცემით, ლუკულუსის არმია შედგებოდა 2 რჩეული ლეგიონის და 500 მხედრისაგან. სხვა შეხედულება აქვთ სომეხ მეცნიერებს. ისინი ეჭვობენ, რომ ასეთი მცირე ძალებით წამოსულიყო ლუკულუსი სომეხთა წინააღმდეგ საბრძოლველად. მათი აზრით, რომაული ჯარები უნდა ყოფილიყო რიცხვით დაახლოებით 40/50 ათასი. ეროვნული შემადგენლობით ის ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორც სომხეთის არმია. კერძოდ, რომაელთა ჯარში იბრძოდნენ: რომაელები, გალები, თრაკიელები, აგრეთვე, სომხეთის განმდგარი ვასალები. თუმცა ლუკულუსის არმია უკვე 5 წელზე მეტი იყო საომარ კამპანიაში. ლუკულუსი და პლუტარქე ერთხმად აცხადებენ, რომ ბრძოლის მომენტისათვის რომის არმია არ აღემატებოდა 25 000 ადამიანს.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 69 წ. 6 ოქტომბერს რომის არმის გადავიდა შეტევაზე. ლუკულუსის ბრძანებით გალიური კავალერია წავიდა წინა პლანზე, რათა მიეპყრო სომეხთა ყურადღება, მცირედ შებრძოლებოდა და უკან დაეხია. ტიგრანმა დაიწყო რომაელთა თვალთვალი. ამ პროცესში სომეხთა უკვე გამზადებული არმია დაირღვა და სტრუქტურა შეიცვალა. უკანდახეულ რომაელებს სომეხთა ჯარი დაედევნა. ლუკულუსის ქვეითი ჯარი მშვიდად აუყვა ევფრატის ნაპირებს და იქ დაელოდა საფარიდან გამოტყუებულ სომხებს. რომაელებმა მოახერხეს და ზურგიდან აიღეს სომეხთა მთავარი ბანაკი გორაკზე. სომეხთა ჯარში დაიწყო პანიკა. ამას ზედ დაერთო სომეხთა არმიის ეროვნული მრავალფეროვნება, რამაც საბოლოოდ ბრძოლის ბედი რომაელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. სომეხთა გადარჩენილი ნაწილები თავს დაესხნენ უკან შემობრუნებულ რომაელებს, თუმცა რომაელებმა ისინიც გაანდგურეს. ბრძოლა სომეხთა მარცხით დასრულდა და ტიგრანის არმიამ უკანდახევა დაიწყო.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხებმა მძიმე მარცხი განიცადეს. მაგ: პლუტარქე გადმოგვცემს, რომ სომხებმა დაკარგეს 100 ათასზე მეტი ქვეითი, თუმცა, შესაძლოა (სომეხთა აზრით) ეს ციფრი პლუტარქემ იმიტომ დაასახელა, რომ რაც შეიძლება დაემცირებინა და ლაფში ამოეთხვარა სომეხთა მეფის სახელი. ტიგრანმა ყველა ღონე იხმარა ქალაქის თავდაცვისათვის, მაგრამ როგორც ანტიკური წყაროები გადმოგვცემენ, კაპადოკიელებმა უღალატეს მეფეს, აუჯანყდნენ და კარი გაუხსნეს რომაელებს. ძლიერი ქალაქი ტიგრანაკერტი სწრაფად ჩაბარდა რომაელებს. გადმოცემის მიხედვით, რომის სარდალი ლუკულუსი შეჰპირებია აქ იძულებით გადმოსახლებულ სხვადასხვა ეროვნების ხალხებს, რომ დააბრუნებდა თავიანთ სამშობლოში, რაც სომეხთა დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად არის დასახელებული.

გამარჯვებულთა ხელში გადავიდა მთელი სამეფო ხაზინა. მხოლოდ ოქროს სახით რომაელებს გადაეცათ 8 000 ტალანტი, თითოეულმა ლეგიონერმა მიიღო 8 00 დრაჰმა. ქალქის აღება აღნიშნეს ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ტიგრანაკერტის თეატრის ცენაზე. ტიგრანისათვის ორმაგად უფრო გამანადგურებელი იყო ის გარემოება, რომ მის მიერ დაპყრობილი ყველა მიწა და სამეფო - ჩრდილოეთ მესოპოტამია, სირია, აღმოსავლეთ კილიკია, კორდუენა, კომაგენე და სხვ. ნებით გადადიოდა რომაელთა ხელში.

მიუხედავად იმისა, რომ სომხებმა წააგეს არა მთლიანად ომი, არამედ მისი ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა, მკვეთრად დაეცა სომეხთა აღიარებული ავტორიტეტი. სომეხთა დიდი სახელმწიფოს შექმნის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ახლოვდებოდა მისი მზის ჩასვენების დრო...

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]