ისპაანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ისპაჰანი)
ისპაანი — ირანი
ისპაანი
ისპაანი
ისპაანი ირანის რუკაზე
შაჰ აბასის გრანდიოზული ურბანული პროექტის ნაწილი მის ახალ დედაქალაქში, „ჩაჰარ ბაღი“ (ოთხი ბაღი) ოთხ-კილომეტრიანი გამზირია ქალაქ ისპაჰანში. ცენტრალური ბაღი, რომელიც თავდაპირველად მოიცავდა წყლის არხსა და შადრევნებს, გამზირს ორ ზოლად ჰყოფს. არისტოკრატთა სასახლეები ერთ დროს გამზირის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული ბაღის პირისპირ.
ალავერდი-ხანის ხიდი

ისპაანი, ისპაჰანი ან ესფაჰანი (ძვ. სპარსულით ასპადანა, შუა სპარსულით სპაჰანი, სპარს. اصفهان) — ქალაქი ირანში. მდებარეობს თეირანიდან 340 კმ-ში, ისპაჰანის პროვინციის დედაქალაქი და ირანის სიდიდით მესამე ქალაქი (თეირანის და მეშჰედის შემდეგ). 2000 წელს მოსახლეობა 2.040.000 ადამიანს შეადგენდა. ირანის ყოფილი დედაქალაქი, XVI-XVII საუკუნეებში.

ისპაჰანის იმამის მოედანი იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ქალაქში ასევე მრავლადაა მე-11 საკუნის და გვიანდელი ისლამური არქიტექტურის ნიმუშები. მისი მოსახლეობის ეროვნულმა და რელიგიურმა სიჭრელემ აქიტექტურაში და მის მხატვრობაში ქრისტიანული და ისლამური კულტურის საინტერესო სინთეზი მოგვცა. ამის მაგალითია ისპაჰანის შაჰის სასახლის, „ჩეჰელ სოთუნის“ (40 სვეტის), კედლების რელიფური მოხატულობა და წარწერები.

ისპაჰანის სილამაზეს და არქიტექტურულ ხიბლს გარკვეულწილად განსაზღვრავს მდინარე „ზაიანდე რუდი“ და მასზე გადებული ხიდები, რომელთა შორის აღსანიშნავია „პოლ-ე ხაჯუ“ და „სი-ო-სე-პოლი“. ეს უკანასკნელი (რომლის თარგმანი იქნება „ოცდაცამეტი ხიდი“) შაჰ აბასის სეფაჰსალარის, ალავერდი-ხანი უნდილაძის აშენებულია.

მეჩეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ისპაანი ცნობილია მეჩეთებით, განსაკუთრებით კი XVII საუკუნეში აგებული სამეფო მეჩეთით, რომელსაც მაჯიდ-ე'იმანი ეწოდება. მეჩეთი, მის გარშემო არსებული უმშვენიერესი ბაღებით, შუა საუკუნეების ისლამური არქიტექტურის დიდებული ნიმუშია.

ქართული დიასპორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისპაჰანთან მდებარეობს მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში შაჰ აბასის მიერ კომპაქტურად ჩასახლებული ქართველების (ფერეიდუნ შაჰრი) და სომხების (ვანქი) დასახლებები. სომხურმა დიასპორამ შესძლო ქრისტიანობის შენარჩუნება, ქართულმა კი — ვერა. ამას ქართულ დიასპორას სისუსტეში ვერ ჩავუთვლით. ქართველები მეომრებად გამოიყენებოდნენ, ამიტომ ბრძოლის შედეგებში მათი დაინტერესებისთვის აუცილებელი იყო მათი ისლამზე მოქცევა. გამუსლიმების შემთხვევაში ისინი მამაცად იბრძოლებდნენ ქრისტიანთა წინააღმდეგ. რაც შეეხება სომხურ მოსახლეობას, ისინი, ტრადიციულად, ხელოსნობას მისდევდნენ. მათი ქრისტიანებად დარჩენა ირანის სახელმწიფოს საშიშროებას ვერ შეუქმნიდა. ამგვარად, რელიგიური შევიწროვება მეტისმეტად მძიმე ხასიათს არ ატარებდა. ქრისტიანობის შენარჩუნების მიზნით იმ პერიოდშიც და შემდეგაც ბევრი ქართველი სომხად დაეწერა. დღეს ისპაჰანში ან ირანის სხვა ქალაქებშიც თუ ვინმეს სპარსულად ჰკითხეს: „არმანი ჰასთი?“ ანუ სომეხი ხარო? სინამდვილეში კითხულობს მის რელიგიურ მრწამსს. უბრალო ირანელისთვის სომეხი ქრისტიანს ნიშნავს,ისევე როგორც, არც თუ შორეულ წარსულში ქართველისათვის „ფრანგი“ ერთდროულად ევროპელსა და კათოლიკეს აღნიშნავდა.

იმამის მოედანი სიდიდით მეორე ურბანული მოედანია მსოფლიოში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: