რაფიკ ჰარირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაფიკ ჰარირი
რაფიკ ჰარირი
ლიბანის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ოქტომბერი, 2000 – 6 ნოემბერი, 2004
პრეზიდენტი  ემილ ლაჰუდი
წინამორბედისელიმ აჰმედ ალ-ჰოსი
მემკვიდრეომარ ქარამე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 ოქტომბერი, 1992 – 2 დეკემბერი, 1998
წინამორბედირაშიდ სოლჰი
მემკვიდრესელიმ აჰმედ ალ-ჰოსი

დაბადებული1 ნოემბერი, 1944
სიდა, ლიბანის დროშა ლიბანი
გარდაცვლილი14 თებერვალი, 2005 (60 წლის)
მეუღლენიდალ ალ-ბუსტანი,
ნაზეკ აიდეჰი
შვილებიბაჰაა, საადი, ჰუსამი, აიმანი, ფაჰდი, ჰინდი
განათლებაბეირუთის არაბული უნივერსიტეტი
პროფესიამენეჯმენტი
რელიგიასუნიზმი

რაფიკ ჰარირი (არაბ. رفيق بهاءالدين الحريري‎‎ დ. 1 ნოემბერი, 1944, საიდა, ლიბანი — გ. 14 თებერვალი, 2005, ბეირუთი, ლიბანი) — ლიბანის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიბანელი მილიარდელი, პრემიერ-მინისტრი 1992-1998 და 2000-2004 წლებში. მოკლეს 2005 წელს თავდასხმის შედეგად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1944 წლის 1 ნოემბერს ქალაქ საადაში. 1970 წელს საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა ფაჰდმა იგი დანიშნა სამეფო სასახლის მშენებლობის ზედამხედველად.

1992 წლის ოქტომბერში 46 წლის ბიზნესმენი დანიშნეს ლიბანის პრემიერ-მინისტრად და თავის მოვალეობას ასრულებდა 2004 წლამდე 1998-2000 წლების გამოკლებით.

თავდაპირველად მისი პოლიტიკა სირიის მიმართ იყო კარგი. ფინანსების კარგი ცოდნა და წარმატება დაეხმარა მას ექვსი წლის განმავლობაში აღედგინა ლიბანის ეკონომიკა, რომელიც 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის შედეგად პრაქტიკულად განადგურებული იყო, რამაც ქვეყნის საგარეო ვალი გაზარდა 20 მილიარდ დოლარამდე.

რაფიკ ჰარირიმ რეალური ძალაუფლება ჩაიგდო ხელში, რამაც პრეზიდენტის თანამდებობა გახადა ნომინალური. მისი პრემიერობის დროს ქვეყანამ ურთიერთობები გააღრმავა საუდის არაბეთთან, სირიასთან დამოკიდებულებების ხარჯზე.

1998 წელს სირიამ ლიბანის თავისი გავლენის ქვეშ დაბრუნების მიზნით საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა ემილ ლაჰუდს, რომელმაც გაიმარჯვა კიდეც. სასწრაფოდ შეიცვალა მთავრობაც. ძველი მთავრობის მეთაური დაადანაშაულეს წარუმატებელ ეკონომიკურ პოლიტიკაში. 2000 წელს გამართულ არჩევნებში ჰარირის ბლოკმა გაიმარჯვა და ემილ ლაჰუდი იძლებული გახდა დაემტკიცებინა რაფიკ ჰარირი მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე.

2004 წელს რაფიკ ჰარირი გადადგა თანამდებობიდან მთელი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობით. სამთავრობო კრიზისი გამოიწვია ლიბანზე და სირიაზე ამერიკისა და საფრანგეთის გავლენის ზრდამ. მათი ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ლიბანიდან სირიის ჯარების გაყვანისა და ლიბანში ჰეზბოლას განიარაღების შესახებ, რომელიც აკონტროლებდა ქვეყნის სამხრეთს.

პრეზიდენტმა ემილ ლაჰუდმა ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა ომარ ქარამეს. პოლიტიკდან წასვლის შემდეგ რაფიკ ჰარირი სათვეში ჩაუდგა ოპოზიციას, რომელიც მოითხოვდა სირიის ჯარების გაყვანას ლიბანის ტერიტორიიდან.

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაფიკ ჰარირი მოკლეს 2005 წლის 14 თებერვალს ტეროტისტული აქტის შედეგად. მასთან ერთად დაიღუპა 21 ადამიანი.

დაკრძალეს ბეირუთის ცენტრში 16 თებერვალს მუჰამედ ალ-ამინის მეჩეთის ახლოს, რომელიც ადრე ააგო პრემიერმა თავისი ფინანსებით. მისი დაკრძალვა გადაიქცა მასობრივ ანტისირიულ დემონსტრაციად.

2009 წელს ჰააგაში მუშაობა დაიწყო სპეციალურმა ტრიბუნალმა ჰარირის მკვლელობის გამოსაძიებლად. 2011 წელს ტრიბუნალმა მკვლელობაში დაადანაშაულა ჰეზბოლას დაჯგუფების ოთხი შიიტი აქტივისტი[1][2][3][4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rafic Hariri Official site with news, video, press releases, speeches, statements, government policy, Cabinet decisions and UN resolutions.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]