შინაარსზე გადასვლა

ჯორჯტაუნი (პენანგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯორჯტაუნი (მრავალმნიშვნელოვანი).
ჯორჯტაუნი
სტატუსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტის ნაწილი
ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, iv
რეგიონი აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2008  (32-ე სესია)
ნომერი 1223
Map
http://www.mbpp.gov.my/
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1223
ინგლ.რუს.ფრ.

ჯორჯტაუნი — ქალაქი მალაიზიაში, პულაუ-პინანგის შტატის დედაქალაქი. სახელი ეწოდა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის პატივსაცემად. მდებარეობს კუნძულ პენანგზე. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 157 743 ადამიანს შეადგენს,[1] ხოლო მთლიანად მეტროპოლიის 1 253 748[2] და წარმოადგენს მალაიზიის სიდიდით მესამე მეტროპოლიას მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

2008 წელს, ქალაქის ცენტრალური ნაწილი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

ქალაქი 1786 დააარსა ბრიტანეთის ოსტ-ინდოეთის კომპანიის ვაჭარმა, ფრანსის ლაითმა, როგორც მალაის შტატის კომპანიის ბაზა.

ინგლისურენოვანმა გამოცემა Asiaweek-მა, აზიის საუკეთესო ქალაქების ნუსხაში ჯორჯტაუნი 1998 წელს მე-6, ხოლო 2000 წელს მე-9 ადგილზე დაასახელა.

ქალაქის კლიმატი ტროპიკულია, 24 °C საშუალო წლიური ტემპერატურით, ხოლო ნალექების წლიური მაჩვნებელი 2550 მმ-ია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Helders, Stefan. Malaysia: largest cities and towns and statistics of their population. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2011-01-30.
  2. Helders, Stefan. Malaysia: metropolitan areas. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 2011-01-30.