მიგრაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიგრაციის სალდო (2008). დადებითი-ლურჯი, უარყოფითი-ყავისფერი, სტაბილური-მწვანე, მონაცემები არაა-ნაცრისფერი.

მიგრაცია (ლათ. Migratio - გადასახლება) - ადამიანის გადაადგილება ან გადასახლება სხვადასხვა ვადით (რამდენიმე საათიდან სიცოცხლის ბოლომდე), რომელიც სტატისტიკურად აღრიცხვადი საზღვრების (ძირითადად ქალაქის, ქვეყნის და სხვა ადმინისტრაციული საზღვრების) გადაკვეთაში გამოიხატება. განასხვავებენ:

  • მუდმივ მიგრაციას, რომელიც დაკავშირებულია საცხოვრებელი ადგილის სამუდამოდ შეცვლასთან.
  • დროებით მიგრაციას, როდესაც გადასახლება ხდება საკმაოდ ხანგრძლივი დროით.
  • სეზონურ, ქანქარისებურ, შიდა, გარე, იძულებით და სხვა სახის მიგრაციებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]