აზერბაიჯანის პოლიტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის გერბი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
აზერბაიჯანის პოლიტიკა

      

აზერბაიჯანის პოლიტიკა ხორციელდება ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის ფარგლებში, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელია. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სახელმწიფოს პრეზიდენტი და მთავრობა. საკანონმდებლო უფლებამოსილება მინიჭებულია, როგორც მთავრობას, ისევე პარლამენტს. სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოსგან.

პოლიტიკური ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანმა თავისი დამოუკიდებლობა სსრკ-სგან, 1991 წლის 30 აგვისტოს გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ყოფილი პირველი მდივანი, აიაზ მუტალიბოვი, გახდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. 1992 წლის მარტში, აზერბაიჯანელი მოსახლეობის მთიანი ყარაბაღის ქალაქ ხოჯალიში ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, მუტალიბოვი გადადგა და ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური პერიოდი დადგა. 1992 წლის მაისში, ძველმა გვარდიამ მუტალიბოვი ხელისუფლებაში დააბრუნა, მაგრამ ერთი კვირით ადრე, მისი მცდელობის საპასუხოდ, რომ შეაჩეროს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და აკრძალოს ყველა პოლიტიკური საქმიანობა, ოპოზიციაში მყოფი აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტია აიძულა წინააღმდეგობის მოძრაობა შეექმნა და ჩაეგდო ძალაუფლება ხელში. სახალხო ფრონტმა რეფორმების ფარგლებში, დაშალა უპირატესად კომუნისტური უზენაესი საბჭო და გადასცა მისი ფუნქციები, 50-წევრიან, პარლამენტის ზედა პალატას.

1992 წლის ივნისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის მეორე პრეზიდენტი, სახალხო ფრონტის ლიდერი აბულფაზ ელჩიბეი გახდა. ეს, ქვეყნის ისტორიაში, პირველი საერთო საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც 7 კანდიდატი მონაწილეობდა და სადაც ელჩიბეი აირჩიეს აზერბაიჯანის პრეზიდენტად, ხმების 54%. ელჩიბეი, გახდა აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიულად არჩეული, არაკომუნისტი პრეზიდენტი. 1992 წლის ზაფხულში, ელჩიბეი უზრუნველყო საბჭოთა არმიის სრულ გაყვანას აზერბაიჯანიდან, ამით აზერბაიჯანი გახდა პირველი და ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა (ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ), რომელიც გათავისუფლდა საბჭოთა სამხედრო წარმომადგენლობისგან. ამავე დროს, ელჩიბეის მთავრობამ შექმნა კასპიის ეროვნული საზღვაო-სამხედრო ძალები და მოახერხა რუსეთთან შეთანხმების მიღწევა, რომელიც მიხნად ისახავდა ბაქოში განლაგებული საბჭოთა არმიის კასპიის საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურის 1/4 მიღება.

ეროვნულმა საბჭომ, პრეზიდენტის უფლებამოსილება მიანიჭა საბჭოს ახალ სპიკერს ჰეიდარ ალიევს, რომელიც აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის (1969-81) ყოფილი პირველი მდივანი და შემდეგ საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრი იყო, კგბ-სა თავმჯდომარე და საბჭოთა კავშირის ვიცე პრემიერ-მინისტრი (1987 წლამდე). ელჩიბეი, ოფიციალურად გადააყენეს 1993 წლის აგვისტოში ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის შემდეგ, ხოლო ოქტომბერში ალიევი აირჩიეს 5-წლიანი ვადით აზერბაიჯანის პრეზიდენტად, სიმბოლური ოპოზიციის თანხლებით. 1998 წელს, ალიევი ხელახლა აირჩიეს 5 წლით პრეზიდენტად, სადაც არჩევნები სერიოზული დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა.

ძველი კონტიტუციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის შემცვლელი იყო, როდესაც ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ, 2002 წელს კოსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ეს ფუნქცია პრემიერ-მინისტრს გადაეცა. ეს გაკეთდა იმიტომ, რომ შესაძლებელი იყოს, 80 წლის ჰეიდარის ვაჟმა, ილჰამ ალიევმა, შეცვალოს თავისი მამა პრეზიდენტის პოსტზე, რომელიც 2003 წლის 8 ივლისს, გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. 2003 წლის აგვისტოში, ილჰამ ალიევი დაინიშნა ქვეყნის პრემიერად, თუმცა არტურ რასიზადე, რომელიც 1996 წლიდან აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრია, გააგრძელა თავისი მოვალეობების შესრულება, ასე ილჰამმა შეძლო მთლიანი კონცენტრირება გადაეტანა, თავის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაზე. 2003 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, გამარჯვებული ილჰამ ალიევი გახდა, მიუხედავად რამდენიმე დარღვევებისა. თვის ბოლოს, ალიევი შეუდგა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, ხოლო რასიზადე, ხელახლა გახდა ქვეყნის პრემიერი.

აღმასრულებელი ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი თანამდებობის პირები
თანამდებობა სახელი პარტია წლიდან
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ახალი აზერბაიჯანი (YAP) 15 ოქტომბერი 2003
პრემიერ-მინისტრი ნოვრუზ მამედოვი ახალი აზერბაიჯანი (YAP) 21 აპრილი 2018

სახელმწიფოს მეთაური და მთავრობის ხელმძღვანელი, განცალკევებულია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსგან. პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს, ისევე აღმასრულებელი ორგანოს მეთაურია. მოქალაქეები ირჩევენ პრეზიდენტს, ხოლო პრემიერ-მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის დადასტურებით. პრეზიდენტი ნიშნავს მინისტრთა კაბინეტის ყველა დონის ადმინისტრაციის წევრებს (მინისტრებს, სხვა ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებს).

2008 წელს, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის არჩევის ვადას არ აქვს ლიმიტი.[1]

საკანონმდებლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის მილი მეჯლისი (აზერ.: Milli Məclis) ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა. ერთპალატიანი მილი მეჯლისი შედგება 125 დეპუტატისგან. ადრე, პარლამენტის 100 წევრს ირჩევდნენ ხუთი წლის ვადით, მაჟორიტარი საარჩევნო ოლქების მიხედვით და 25 წევრს პროპორციული წესით, მაგრამ ბოლო ჩატარებულ არჩევნებზე, ყველა 125 დეპუტატი აირჩიეს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქების მიხედვით. პარლამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ეხმარება თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ორი ვიცე-სპიკერი. დღეისთვის, პარლამენტის თავმჯდომარეა ოკტაი ასადოვი, ხოლო მისი პირველი მოადგილეა ზიაფეთ ასკაროვი და ვიცე-სპიკერებია: ბაჰარ მურადოვა და ვალეჰ ალასკაროვი.[2]

პოლიტიკური პარტიები და არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანი ითვლება ერთპარტიულ სახელმწიფოდ. თუმცა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მმართველი ახალი აზერბაიჯანის მოწინააღმდეგე პარტიებია, ქვეყანაში დაშვებულია, მაგრამ, რეალური შანსი მათი ხელისუფლებაში მოსვლის, ნულს უტოლდება.

2010 წლის აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ, ახალმა აზერბაიჯანმა, გააძლიერა თავისი პოზიციები საკანონმდებლო ორგანოში. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველმა პარტიამ, საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა 72 დეპუტატით.[3] დანარჩენი ადგილები, ნომინალურად დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაიკავეს, რომლებიც, რეალურად მთავრობის მომხრეებს წარმოადგენდნენ, ასევე პარლამენტში შევიდნენ „რბილი ოპოზიციის“ წევრებიც. ორმა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიამ (მუსავათი და სახალხო ფრონტის პარტია) დაკარგა თავისი წინა 8 ადგილი, რითაც ოპოზიციისგან თავისუფალი პარლამენტი მიიღეს.[1][4]

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ აქტივობამ 50.1% შეადგინა, მთლიანი 4.9 მილიონი ხმის მიცემის უფლების მქონე მოსახლეობისგან. ოპოზიციის ლიდერებმა გამოაცხადეს დაბალი აქტივობის მიზეზი, რომელიც დაკავშირებული იყო ცესკოსთან, რომელმაც მათი პარტიის წევრების კანდიდატურები არჩევნებიდან მოხსნა და შესაბამისად, მოსახლეობამ დაკარგა ინტერესი, როდესაც მათი ფავორიტი კანდიტარუბე არჩევნებიდა მოხსნეს.[5]

აშშ-მ გამოაცხადა, რომ არჩევნები „არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს“,[1] ხოლო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო), ევროკავშირმა და ევროსაბჭომ ხაზი გაუსვეს წინსვლას, მაგრამ აღნიშნეს, რომ „არჩევნებმა, არ გაუმჯობესა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება“.[1]

2003 წლის აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 •  2003 წლის 15 ოქტომბრის, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამება
კანდიდატი და პარტია ხმა %
ილჰამ ალიევიახალი აზერბაიჯანი (Yeni Azərbaycan Partiyası) 2,438,787 76.8
ისა გამბარიმუსავათი (Müsavat Partiyası) 372,385 14.0
ლალე-შოვქეთ ჰაჯიევაეროვნული ერთიანობა (Milli Birlik) 100,558 3.6
ეთიბარ მამედოვიაზერბაიჯანის ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია (Azərbaycan Milli İstiqlal Partiyası) 62,401 2.9
ილიას ისმაილოვისამართლიანობის პარტია (Ədalət Partiyası) 24,926 1.0
საბირ რუსთამხანლისამოქალაქო სოლიდარობის პარტია (Vətəndaş Həmrəyliyi Partiyası) 23,730 0.8
გუდრათ ჰასანგულიევიაზერბაიჯანის სახალხო ფრონტი (Azərbaycan Xalq Cəbhəsi Partiyası) 13,624 0.5
ჰაფიზ ჰაჯიევითანამედროვე თანასწორობის პარტია (Müasir Müsavat Partiyası) 9,990 0.3
ჯამში (გათიშული 71.5 %) 3,046,401  
წყარო: ცესკო

2003 წლის 15 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო), ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისა გამბარმა — უდიდესი ოპოზიციური ბლოკის, Bizim Azerbaycan („ჩვენი აზერბაიჯანი“) ლიდერმა, ხმების 14% მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა არჩევნებში. მესამე ადგილი, 3,6%-ით, დაიკავა ლალე შევქეთმა, ეროვნული ერთიანობის მოძრაობის ლიდერმა, რომელიც პირველი ქალი-კანდიდატი გახდა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში. მიუხედავად ამისა, ეუთომ,[6] ევროსაბჭომ, Human Rights Watch-მა[7] და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ასევე ადგილობრივმა დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, შეშფოთება გამოთქვეს გაყალბების თაობაზე და არასრულყოფილი დათვლის პროცესის გამო.

რამდენიმე დამოუკიდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც აკვირდებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ საარჩევნო პროცესს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, 15 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულად ისა გამბარი გამოაცხადეს. საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა მოსაზრების თანახმად, რეალურად მეორე ტური უნდა გამართული იყო ორ ოპოზიციურ კანდიდატს — ისა გამბარსა და ლალე შევქეთს შორის.

სასამართლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლო ქვეყნის უმაღლესი სასამართლო ორგანოა, რომელიც ახორციელებს სამოქალაქო, სისხლის სამართლის და სხვა საქმეების განხილვას, აკონტროლებს საერთო და სპეციალიზებული სასამართლოებს. აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლო — აზერბაიჯანის უმაღლესი კონსტიტუციური მართლმსაჯულების საკითხებში ორგანოა, მისი იურისდიქციაა აზერბაიჯანის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის კანონმდებლობის რეგულირება და კონტროლი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფშერონი
არანი
მთიანი შირვანი

განჯა-ყაზახი
გუბა-ხაჩმაზი
ქალბაჯარ-ლაჩინი
ლენქორანი

ნახიჩევანი
შაქი-ზაქათალა
ზემო ყარაბაღი

აზერბაიჯანი დაყოფილია 10 ეკონომიკურ რეგიონად.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანი შემდეგი ორგანიზაციების წევრია: გაერო, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), ნატოს პარტნიორობა მშვიდობისთვის, ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საბჭო, ხელშეკრულება ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ევროპაში, დემოკრატიათა თანამეგობრობა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.

თურქეთი (პირველი ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა აღიარა), აზერბაიჯანის მტკიცე მხარდამჭერია მის ძალისხმევაში გააძლიეროს თავისი დამოუკიდებლობა, შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და გააცნობიეროს თავისი ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც წარმოქმნილია კასპიის ზღვის მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. თურქულ საზოგადოებას მჭიდრო კავშირები აქვს აზერბაიჯანთან, მათი საერთო ლოზუნგია „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“.

სომხეთი მხარს უჭერს ეთნიკურ სომხებს მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რომლებიც წამოიწყეს სეპარატისტული ომი აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ. ორ ქვეყანას შორის დღემდე საომარო ვითარებაა, მიუხედავად იმისა, რომ 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

აზერბაიჯანი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყნისგან, დასახლებული უპირატესად მუსლიმი მოსახლეობით, რომელიც იზიარებს სტრატეგიულ პარტნიორობას ისრაელთან. დღეს, ისრაელი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი იარაღის მიმწოდებელია.

აზერბაიჯანს კარგი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან, აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში.

შეიარაღებული ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შედგება ოთხი სამხედრო სახეობისგან: არმია, საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის ძალები. აზერბაიჯანის ეროვნული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა პრეზიდენტის ბრძანებით 1991 წლის ოქტომბერში.

1992 წლის ივლისში, აზერბაიჯანმა რატიფიკაცია მოახდინა „ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ევროპის“ ხელშეკრულებას, რომელიც ადგენს ყოვლისმომცველ ლიმიტს ძირითადი კატეგორიების ჩვეულებრივ სამხედრო აღჭურვილობაზე და ითვალისწინებს ამ ნორმებზე მეტი იარაღის განადგურებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]