აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის გერბი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
აზერბაიჯანის პოლიტიკა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი (აზერ. Azərbaycan Respublikasının Nazirlər Kabineti) — აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ოფიციალური სახელწოდება, რომელიც არის აღმასრულებელი და ხელმძღვანელი ორგანო სამინისტროებისა და სხვა ძირითადი აღმასრულებელი ორგანოების.

მინისტრთა კაბინეტი იღებს კანონებსა და გადაწყვეტილებებს, რომელიც ეხება რესპუბლიკის პოლიტიკურ, ფინანსურ და ეროვნულ უსაფრთხოებას. მინისტრთა კაბინეტი ამზადებს პროექტის ბიუჯეტს, აკონტროლებს მის აღსრულებასა და ახორციელებს საკრედიტო-ფინანსურ პოლიტიკას. მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებაში შედის სახელმწიფო პროგრამების განვითარების უზრუნველყოფა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დაქვემდებარებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და მის წინაშე ანგარიშვალდებულია.

1991 წლის 7 თებერვალს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აიაზ მუთალიბოვმა გამოსცა № 50-XII განკარგულება აზერბაიჯანში მინისტრთა კაბინეტის შექმნის შესახებ.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინისტრთა კაბინეტში შედის: პრემიერ მინისტრი, მისი მოადგილეები, მინისტრები და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა საკვანძო აღმასრულებლები. პრემიერ-მინისტრი კაბინეტის სხდომის თავმჯდომარეა. პრემიერ-მინისტრს ნიშნავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, კანდიდატურის დამტკიცებას მილი მეჯლისი ახორციელებს.

2018 წლის 21 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით იწვევდა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა. პრემიერ მინისტრს ნოვრუზ მამედოვი დაინიშნა[1]. კაბინეტი შედგება შემდეგი სამინისტროებისგან[2]:

თანამდებობა ხელმძღვანელი
აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრი ალი ასადოვი
პირველი ვიცე-პრემიერ-მინისტრი იაგუბ ეიუბოვი
ვიცე-პრემიერ-მინისტრი ალი ჰასანოვი
ვიცე-პრემიერ-მინისტრი ალი ახმედოვი
ვიცე-პრემიერ-მინისტრი ჰაჯიბალა აბუტალიბოვი
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ელმარ მამედიაროვი
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო რამილ იუსუბოვი
აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახური მედეთ გულიევი
აზერბაიჯანის საგარეო დაზვერვის სამსახური ორხან სულთანოვი
აზერბაიჯანის სახელმწიფო მიგრაციის სამსახური ვუსალ გუსეინოვი
აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ელჩინ გულიევი
აზერბაიჯანის მობილიზაციისა და სამხედრო გაწვევის სახელმწიფო სამსახური არზუ რაგიმოვი
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ზაქირ ჰასანოვი
აზერბაიჯანის თავდაცვის მრეწველობის სამინისტრო იავერ ჯამალოვი
აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტრო ფიქრეთ მამედოვი
აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტრო სამირ შარიფოვი
აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტრო მიკაილ ჯაბაროვი
აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო შაჰინ მუსტაფაევი
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო ფარვიზ შახბაზოვი
აზერბაიჯანის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტრო საჰილ ბაბაევი
აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინამ ქერიმოვი
აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მუხტარ ბაბაევი
აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო აბულფაზ კარაევი
აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო ჯეიჰუნ ბაირამოვი
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო ოქტაი შირალიევი
აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო რამინ გულუზადე
აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო აზად რაგიმოვი
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ქემალედინ ჰეიდაროვი
აზერბაიჯანის ურბანული დაგეგმარებისა და არქიტექტურის სახელმწიფო კომიტეტი სამირ ნურიევი
აზერბაიჯანის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი როვშან რზაევი
აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი საფარ მეხტიევი
აზერბაიჯანის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა სახელმწიფო კომიტეტი ჰიჯრან ჰუსეინოვა
აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი თაჰირ ბუდაგოვი
აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი მუბარიზ გურბანლი
აზერბაიჯანის დიასპორის მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი ფუად მურადოვი
აზერბაიჯანის სახელმწიფო ქონების კომიტეტი ქარამ ჰასანოვი
აზერბაიჯანის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და პატენტების სახელმწიფო კომიტეტი რამიზ ჰასანოვი
აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვაო ადმინისტრაცია გუდრათ გურბანოვი
აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო ადმინისტრაცია არიფ მამედოვი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული საარქივო დეპარტამენტი ათახან ფაშაევი
აზერბაიჯანის საავტორო უფლებების დაცვის რესპუბლიკური სააგენტო ქამრან იმანოვი
აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტო ფუად ნაგიევი
აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სააგენტო გოშგარ თაჰმაზლი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]