შინაარსზე გადასვლა

ნოვრუზ მამედოვი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოვრუზ მამედოვი
აზერბაიჯანის გერბი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დროშა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 აპრილი, 2018 – 8 ოქტომბერი, 2019
ვიცე-პრეზიდენტი  მეჰრიბან ალიევა
პრეზიდენტი  ილჰამ ალიევი
წინამორბედიარტურ რასიზადე
მემკვიდრეალი ასადოვი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის საგარეო საკითხებში მრჩეველი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ივნისი, 2017 – 21 აპრილი, 2018

დაბადებული15 მარტი, 1947 (1947-03-15) (77 წლის)
შიხმახმუდი, ბაბექი, ნახიჩევანი, აზერბაიჯანი
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ჯილდოებიდიდების ორდენი

ნოვრუზ ისმაილ ოღლუ მამედოვი (აზერ. Novruz İsmayıl oğlu Məmmədov; დ. 15 მარტი, 1947, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 21 აპრილიდან 2019 წლის 8 ოქტომბრამდე.

ნოვრუზ ისმაილ ოღლუ მამედოვი დაიბადა 1947 წლის 15 მარტს ნახიჩევანის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ნახიჭევანის რაიონის სოფელ შიხმაჰმუდში.

1964 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ აზერბაიჯანის პედაგოგიური ინსტიტუტის „ევროპული ენების“ ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა ფრანგულ ენას.

1967–1968 წლებში მუშაობდა ალჟირში, 1971–1973 წლებში გვინეაში, 1978–1981 წლებში ისევ ალჟირში მუშაობდა თარჯიმნად.

1991 წელს დაიცვა დისერტაცია და მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი.

1992–1993 წლებში ნოვრუზ მამედოვი მუშაობდა დეკანად აზერბაიჯანის პედაგოგიური უცხო ენების ინსტიტუტში მოსამზადებელ ფაკულტეტზე, 1993–1997 წლებში — ფრანგული ენის ფაკულტეტის დეკანად.

1997 წლის 12 აპრილს დაინიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.

1998 წელს, აზერბაიჯანულ-ფრანგულ მეგობრულ ურთიერთობების გაძლიერებისთვის მიღწეული წარმატებისთვის საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა  დააჯილდოვა ნოვრუზ მამედოვი ღირსების ლეგიონის ორდენით.

2002 წლის იანვარში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

2005 წლის სექტემბრიდან — აზერბაიჯანის ეროვნული კომისიის წევრი იუნესკოში.

2007 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით, ნოვრუზ მამედოვი  დაჯილდოვდა ორდენით „შოჰრათ[1]“.

2009 წელს აზერბაიჯანულ-პოლონური ურთიერთობებში შეტანილი ღვაწლისთვის პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ დააჯილდოვა ნოვრუზ მამედოვი მიენიჭა დამსახურების ორდენი პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე.

2017 წლის 13 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით დაჯილდოვდა ორდენით „შარაფი“[2].

2017 წლის 1 ივნისიდან - აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე საგარეო პოლიტიკის საკითხებში - განყოფილების უფროსი.

2018 წლის 21 აპრილს აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა დაამტკიცა ნოვრუზ მამედოვის კანდიდატურა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე[3].

2018 წლის 21 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით ნოვრუზ მამედოვი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე[4].

სრულყოფილად ფლობს ფრანგულს, რუსულს, ინგლისურსა და თურქულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]