შაქი (აზერბაიჯანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შაქი (ქალაქი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შაქი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
შაქი
Şəki
Shaki montage2.jpg
შაქის ღირსშესანიშნაობები
გერბი
Coat of arms of Shaki.jpg

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 41°11′31″ ჩ. გ. 47°10′14″ ა. გ. / 41.19194° ჩ. გ. 47.17056° ა. გ. / 41.19194; 47.17056
ფართობი 9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 545±1 მეტრი
მოსახლეობა 63 000 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 7,100 კაცი/კმ² კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები,
რუთულეელბი,
ლეზგები,
წახები
სასაათო სარტყელი UTC+04:00
საფოსტო ინდექსი AZ5500
ოფიციალური საიტი http://sheki-ih.gov.az/
შაქი (აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანი
შაქი (აზერბაიჯანი)

შაქი (აზერ. Şəki; 1968 წლამდე – ნუხა, აზერ. Nuxa) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ აზერბაიჯანში, შაქის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. განთავსებულია დიდი კავკასიონის სამხრეთ ნაწილში, ბაქოდან 325 კმ-ში. მოსახლეობა შეადგენს 63 ათას კაცს.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსების მიხედვით, ტოპონიმი უკავშირდება მომთაბარე ტომ საკების ეთნონიმს, რომლებმაც თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიას ძვ. წ. VII საუკუნეში მოაღწიეს და აქ დასახლდნენ კიდეც.[1] შუა საუკუნეებში შაქი ჯერ ჰერეთის სამეფოს დედაქალაქი იყო, შემდეგ კი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. 1743 წელს, აჯი-ჩალაბის სეფიანთა ირანის წინააღმდეგ აჯანყების შედეგად, დაარსდა შაქის დამოუკიდებელი სახანო. 1813 წლის გულისტანის ხელშეკრულებით, ქალაქი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Narinqala: Shaki's History. წაკითხვის თარიღი: 2010-12-06.