აბულფაზ ელჩიბეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბულფაზ ელჩიბეი ალიევი
აბულფაზ ელჩიბეი ალიევი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ივნისი 1992 – 1 სექტემბერი 1993
წინამორბედი ისა გამბარი
მემკვიდრე ჰეიდარ ალიევი

დაბადებული 24 ივნისი, 1938
ნახჭევანი, აზერბაიჯანი
გარდაცვლილი 22 აგვისტო, 2000
ანკარა, თურქეთი
პოლიტიკური პარტია აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი
რელიგია შიიტი

აბულფაზ ელჩიბეი (აზერ. Əbülfəz Elçibəy; 24 ივნისი, 1938, ნახჭევანი, აზერბაიჯანი22 აგვისტო, 2000, ანკარა, თურქეთი) – აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწე და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი. აზერბაიჯანის პირველი არჩეული, არა-კომუნისტი პრეზიდენტი. 1989 წლიდან აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის თავმჯდომარე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბულფაზ ელჩიბეი ალიევი დაიბადა 1938 წელს, ნახჭევანში, ორდუბადის რაიონის სოფელ კელეკში. 1957 წელს შევიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე არაბული ფილოლოგიის სპეციალობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1963–1964 წლებში თარჯიმნად მუშაობდა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში. 1965–1968 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის სპეციალობით, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რის შემდეგაც 1969–1974 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას უნივერსიტეტში. 1975 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა მოღვაწეობისათვის საბჭოთა წყობილებაზე ცილისწამების ბრალდებით. საპატიმროში დაჰყო 2 წელი, გათავისუფლების შემდეგ კი მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში სადაც მუშაობდა წამყვან მეცნიერ–თანამშრომლად მანამ, ვიდრე 1992 წელს არ აირჩიეს აზერბაიჯანის პრეზიდენტად. 1993 წლის 1 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დატოვა თანამდებობა და წავიდა ემიგრაციაში.

გარდაიცვალა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 2000 წლის 22 აგვისტოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]