აზერბაიჯანის პრეზიდენტი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი აზერ. Azərbaycan Respublikası Prezidenti | |
---|---|
პრეზიდენტის შტანდარტი | |
მიმართვის სტილი | მისი უდიდებულესობა |
რეზიდენცია | ბაქო |
ვადის ხანგრძლივობა | 7 წელი (დროით შეზღუდვების გარეშე) |
დაარსდა | 30 აგვისტო 1991 |
პირველი თანამდებობაზე | აიაზ მიუტალიბოვი |
საიტი | president.az |
აზერბაიჯანის პრეზიდენტი — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაური. წარმოადგენს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, აერთიანებს აზერბაიჯანის ხალხის ერთიანობას, არის აზერბაიჯანის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. აირჩევა 7 წლის ვადით[1] პირდაპირი და საყოველთაო არჩევნების გზით. იგი ამავე დროს არის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი[2].
პრეზიდენტის არჩევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პრეზიდენტად შეიძლება იყოს არჩეული კანდიდატი, რომელიც:
- არის აზერბაიჯანის მოქალაქე;
- აქვს ხმის მიცემის უფლება;
- 10 წელზე მეტია ცხოვრობს აზერბაიჯანში;
- აქვს უმაღლესი განათლება;
- არ გააჩნია ორმაგი მოქალაქეობა და მოვალეობები სხვა სახელმწიფოს წინაშე;
- არ იყო ნასამართლევი მძიმე დანაშაულისთვის.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა 7 წლის ვადით პირდაპირი, თანაბარი და საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე, პირადი, თავისუფალი და ფარული კენჭისყრით. პრეზიდენტად ინიშნება ის კანდიდატი, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტმა მოიპოვა[2].
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად ქვეყნდება 14 დღის განმავლობაში აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ[3].
პრეზიდენტის ინაუგურაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია არის აზერბაიჯანის ახლად არჩეული პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნის ცერემონია. არჩეული პრეზიდენტის აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს დადასტურებიდან 3 დღის განმავლობაში ინაუგურაციის ცერემონია ტარდება და პრეზიდენტი ფიცს დებს.
პრეზიდენტი უდგებათავისი უფლებამოსილების განხორციელებას ფიცის მიღების დღეს.
1993 წელს პირველად გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია .
საპრეზიდენტო შტანდარტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შტანდარტი — კვადრატული ორმხრიანი ცალმხრივი ქსოვილი, რომელიც შედგება სამი თანაბრად ფართო ჰორიზონტალური ზოლისაგან. ზოლის ფერები აზერბაიჯანის დროშის ფერებშია. საპრეზიდენტო შტანდარტის ორიგინალი ინახება პრეზიდენტის სასახლეში. საპრეზიდენტო შტანდარტი დამტკიცდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2008 წლის 15 სექტემბრის ბრძანებულებით, როგორც პრეზიდენტის ოფიციალური სიმბოლო[4].
აზერბაიჯანის პრეზიდენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წლის 8 სექტემბერს შედგა, 18 ოქტომბრის აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ აქტის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე.
№ | პრეზიდენტი | სურათი | უფლებამოსილების დაწყება |
უფლებამოსილების დამთავრება |
პარტია |
---|---|---|---|---|---|
1 | აიაზ მიუტალიბოვი | 30 აგვისტო 1991 | 6 მარტი 1992 | აზერბაიჯანის კომუნისტური პარტია | |
— | იაგუბ მამედოვი | 6 მარტი 1992 | 14 მაისი 1992 | ||
— | აიაზ მიუტალიბოვი | 14 მაისი 1992 | 18 მაისი 1992 | ||
— | ისა გამბარი | 19 მაისი 1992 | 16 ივლისი 1992 | პარტია თანასწორობა | |
2 | აბულფაზ ელჩიბეი | 16 ივლისი 1992 | 1 სექტემბერი 1993 | აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი | |
3 | ჰეიდარ ალიევი | 1 სექტემბერი 1993 | 31 ოქტომბერი 2003 | პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ | |
4 | ილჰამ ალიევი | 31 ოქტომბერი 2003 | დღემდე | პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Президент Азербайджана сможет избираться неограниченно на 7-летний срок - euronews.com
- ↑ 2.0 2.1 КОНСТИТУЦИЯ АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ
- ↑ Избирательный кодекс Азербайджанской Республики
- ↑ 15 сентября Президент Ильхам Алиев подписал Указ о штандарте (флаге) Президента Азербайджанской Республики - azertag.az
|