აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის გერბი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
აზერბაიჯანის პოლიტიკა

      

აზერბაიჯანი გაეროს, მიუმხრობლობის მოძრაობის, ეუთოს, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ევროპის საბჭოს, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანცმების, დემოკრატიის თანამეგობრობის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წევრია.

აზერბაიჯანას აქვს ფორმალური ურთიერთობა აშშ-ის მთავრობის ყოფილ წარმომადგენლებთან, მათ შორის ჯეიმს ბეიკერთან და ჰენრი კისინჯერთან, რომლებიც მუშაობენ აშშ-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატის მრჩეველთა საპატიო საბჭოში (USACC).[1] USACC-ს თანათავმჯდომარეა Exxon Mobil Corporation-ის პრეზიდენტი ტიმ კეიკა და „R.V. Investment Group“-ის და ანგლო აზიური სამთო მინერალური კომპანიის პრეზიდენტი რეზა ვაზირი (LSE Ticker: AAZ).[2]

საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზიის განვითარების ბანკი, ბისეკი, ევროპის საბჭო, დსთ, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო, იბიარდი, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისია აზიისა და წყნარი ოკეანისთვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, სუამი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, იკაო, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია, ისლამური განვითარების ბანკი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ინტერპოლი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (კორესპონდენტი), საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი, საერთაშორისო პროფკავშირების კონფედერაცია, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია (დამკვირვებელი), ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, ეუთო, პარტნიორობა მშვიდობისთვის, გაერო, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია, იუნესკო, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია, უნივერსალური საფოსტო კავშირი, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, პროფკავშირების მსოფლიო ფედერაცია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (დამკვირვებელი).

ქვეყნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის დიპლომატიური მისიები

ამჟამად აზერბაიჯანს 160 ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობება:[3][4] ავღანეთი, ბაჰრეინი, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ჩინეთი, დანია, ეგვიპტე, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირანი, ერაყი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ქუვეითი, ლიბია, ლუქსემბურგი, მექსიკა, მოლდოვა, მონღოლეთი, ნიდერლანდები, ნიკარაგუა, ნორვეგია, ომანი, პაკისტანი, პოლონეთი, კატარი, ინდოეთი, რუმინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაჯიკეთი, ტოგო, თურქეთი, თურქმენეთი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები, უზბეკეთი და ვიეტნამი.[5]

აზერბაიჯანი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდანაა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია და რომელსაც ისრაელთან სტრატეგიული ურთიერთობები აქვს. დღეს ისრაელი ქვეყნის მთავარი იარაღის მიმწოდებელია.

აზერბაიჯანს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან, აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში.

საგარეო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ფორმალური ურთიერთობები დაიწყო შენიშვნა
ალბანეთის დროშა ალბანეთი 23 სექტემბერი 1992 იხ. ალბანეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები
  • ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 სექტემბერს დაამყარა.[6]
  • ორივე ქვეყანა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს წევრია.
ავსტრიის დროშა ავსტრია
ბელარუსის დროშა ბელარუსი 1992 იხ. აზერბაიჯან-ბელარუსის ურთიერთობები
ბელგიის დროშა ბელგია
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 5 ივნისი 1992
ხორვატიის დროშა ხორვატია 26 იანვარი 1995
ჩეხეთის დროშა ჩეხეთი 29 იანვარი 1993
  • აზერბაიჯანს აქვს საელჩო პრაღაში, რომელიც 2007 წლის 15 აგვისტოს გაიხსნა.[14]
  • ჩეხეთს აქვს საელჩო ბაქოში.
  • ორივე ქვეყანა ევროპის საბჭოს და ეუთო-ს წევრია.
  • ჩეხეთმა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა 1992 წლის 8 იანვარს აღიარა.
დანიის დროშა დანია 2 აპრილი 1992[15] იხ. აზერბაიჯან-დანიის ურთიერთობები
ესტონეთის დროშა ესტონეთი 20 აპრილი 1992 იხ. აზერბაიჯან-ესტონეთის ურთიერთობები
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
გერმანიის დროშა გერმანია
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 1992 იხ. აზერბაიჯან-საბერძნეთის ურთიერთობები
უნგრეთის დროშა უნგრეთი 1992 იხ. აზერბაიჯან-უნგრეთის ურთიერთობები
ირლანდიის დროშა ირლანდია 1996
  • აზერბაიჯანი წარმოდგენილია ირლანდიაში თავისი საელჩოთი ლონდონში.[22]
  • ირლანდია წარმოდგენილია აზერბაიჯანში თავისი საელჩოთი ანკარაში.
იტალიის დროშა იტალია იხ. აზერბაიჯან-იტალიის ურთიერთობები
ლატვიის დროშა ლატვია 11 იანვარი 1994
ლიტვის დროშა ლიტვა 27 ნოემბერი 1995
მაკედონიის დროშა მაკედონია 28 ივნისი 1995

ორივე ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 28 ივნისს დაამყარა.[26]

ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
პოლონეთის დროშა პოლონეთი 1991 იხ. აზერბაიჯან-პოლონეთის ურთიერთობები
რუმინეთის დროშა რუმინეთი 21 ივნისი 1992 იხ. აზერბაიჯან-რუმინეთის ურთიერთობები
რუსეთის დროშა რუსეთი 4 აპრილი 1992 იხ. აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობები
სერბეთის დროშა სერბეთი იხ. აზერბაიჯან-სერბეთის ურთიერთობები
შვედეთის დროშა შვედეთი
შვეიცარიის დროშა შვეიცარია იხ. აზერბაიჯან-შვეიცარიის ურთიერთობები
  • აზერბაიჯანს აქვს საელჩო ბერნში.[31]
  • შვეიცარიას აქვს საელჩო ბაქოში.[32]
  • ორივე ქვეყანა ევროპის საბჭოს და ეუთო-ს წევრია.
  • შვეიცარია აზერბაიჯანს ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ქვეყანად მიიჩნევს.[33]
უკრაინის დროშა უკრაინა 1919 იხ. აზერბაიჯან-უკრაინის ურთიერთობები
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო 1918 იხ. აზერბაიჯან-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები

აფრიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ფორმალური ურთიერთობები დაიწყო შენიშვნა
ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო 31 მაისი 2004[38]
კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულები 2 თებერვალი 2010[39]
ერიტრეის დროშა ერიტრეა 2004
კენიის დროშა კენია 31 მაისი 2004[38]
მალავის დროშა მალავი 21 მაისი 2004[40]
რუანდის დროშა რუანდა 31 მაისი 2004[38]
სვაზილენდის დროშა სვაზილენდი 7 იანვარი 2010[41]
ტოგოს დროშა ტოგო 29 დეკემბერი 2010

ამერიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ფორმალური ურთიერთობები დაიწყო შენიშვნა
კანადის დროშა კანადა 1992[42] იხ. აზერბაიჯან-კანადის ურთიერთობები
დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა 2007[45]
გრენადის დროშა გრენადა 23 სექტემბერი 2010[46]
მექსიკის დროშა მექსიკა 14 იანვარი 1992[47] იხ. აზერბაიჯან-მექსიკის ურთიერთობები
ნიკარაგუას დროშა ნიკარაგუა 10 თებერვალი 1994[50]
  • აზერბაიჯანი წარმოდგენილია ნიკარაგუაში თავისი საელჩოთი ჰავანაში, კუბა.
  • ნიკარაგუა წარმოდგენილია აზერბაიჯანში თავისი საელჩოთი მოსკოვში.[51]
პარაგვაის დროშა პარაგვაი 2004[52]
სენტ-ლუსიის დროშა სენტ-ლუსია 11 მარტი 2010[53]
ტრინიდადი და ტობაგოს დროშა ტრინიდადი და ტობაგო 2011[54]
აშშ-ის დროშა აშშ 1919 იხ. აზერბაიჯან-აშშ-ის ურთიერთობები

1991 წლის 25 დეკემბერს, პრეზიდენტმა ჯორჯ უოლკერ ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა აღიარა 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, მათ შორის აზერბაიჯანის.[55]

აზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ფორმალური ურთიერთობები დაიწყო შენიშვნა
თურქეთის დროშა თურქეთი 1918 იხ. აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობები

თურქეთი აზერბაიჯანის მტკიცე მხარდამჭერია თავისი დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და კასპიის ზღვის მდიდარი ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე, ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებასა და რეალიზაციაში. აზერბაიჯანი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს თურქეთთან „განსაკუთრებულ ურთიერთობაზე“.

საქართველოს დროშა საქართველო 1918 იხ. აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები
სომხეთის დროშა სომხეთი 1918–1921

აზერბაიჯანსა და სომხეთს დღეს დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნია.

იხ. აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობები, ყარაბაღის ომი

მეზობელ ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ჰქონდათ ფორმალური ურთიერთობები 1918-1921 წლებში, როდესაც ორივე ქვეყანა მოკლე ვადით დამოუკიდებელნი იყვნენ. ორი ერი ორჯერ იბრძოდა ერთმანეთს, 1918-20 წლებში (სომხეთ-აზერბაიჯანის ომი) და 1988-94 წლებში (მთიანი ყარაბაღის ომი), აქედან ბოლო ომი, ბიშკეკში ხელმოწერილი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისა და დავის გამო, ორ ქვეყანას შორის ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. 2008 წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ „მთიანი ყარაბაღი არასოდეს იქნება დამოუკიდებელი, ეს პოზიცია საერთაშორისო მედიატორებმაც მიიღეს, სომხეთი უნდა შეეგუოს რეალობას“ და „1918 წელს ერევანი სომხებს გადაეცა. ეს იყო დიდი შეცდომა, ერევნის სახანო აზერბაიჯანული ტერიტორია იყო, სომხები იქ სტუმრები იყვნენ“.[58]

საბჭოთა პერიოდში, ბევრი სომეხი და აზერბაიჯანელი ცხოვრობდა ერთად მშვიდობიანათ. თუმცა, როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა გლასნოსტისა და პერესტროიკის პოლიტიკა გააცნო, აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში მყოფმა მთიანი ყარაბახის ავტონომიური ოლქის სომხების უმრავლესობამ, სომხეთის სსრ-ისთან გაერთიანება ისურვა. 1988 წელს, ყარაბაღის სომხებმა ხმა მისცეს სომხეთში გაწევრიანდნებისკენ. ამან, აზერბაიჯანსა და სომხეთში ორმხრივი რეპრესიებთან ერთად, კონფლიქტი გამოიწვია, რომელიც ცნობილია, როგორც მთიანი ყარაბაღის ომი. ომის შედეგად, სომხეთმა მთიანი ყარაბაღის და მის ირგვლივ 7 რაიონის ოკუპაცია მოახდინა. 1994 წლის მაისიდან, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, 1995 წლის ბოლოს, ორივე ქვეყანამ დათანხმდა ეუთოს მინსკის ჯგუფის შუამავლობას. ამჟამად მინსკის ჯგუფს თანათავმჯდომარეობს აშშ, საფრანგეთი და რუსეთი და მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს და რამდენიმე დასავლეთ ევროპულ ქვეყანას. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, ყოველწლიურად 40-მდე შეტაკება ფიქსირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში.

ტექნიკურად, ორივე ქვეყანა ჯერ კიდევ ომის წინაშეა. სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ასევე სომეხი წარმოშობის ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს, აკრძალული აქვს აზერბაიჯანში შესვლა.

თუ ნებისმიერი პირის პირადობის მოწმობაში დაფიქსირებულია მთიან ყარაბაღში მოგზაურობის რაიმე მტკიცებულება, ეკრძალება აზერბაიჯანში შესვლა.[59]

2008 წელს, ხანმოკლე მარდაკერტის ბრძოლისას, ორივე მხარეს რამდენიმე მსხვერპლი მოჰყვა.[60] ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული ხელშეკრულიბის შემდეგ, ყველაზე დიდი დაპირისპირება 2016 წლის აპრილში მოხდა.

ჩინეთის დროშა ჩინეთი
კვიპროსის დროშა კვიპროსი

აზერბაიჯანი ოფიციალურად აღიარებს კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას, როგორც კუნძულის ერთადერთ წარმომადგენელს, მაგრამ კვიპროსთან დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ არის დამყარებული. აზერბაიჯანი, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანა (თურქეთის გარდა), ოფიციალურად აღიარებს კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას (რომელთან ჯერ კიდევ არ არის დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები), რომელიც გაეროს და ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით არის მთელი კუნძულის მთავრობა, მაგრამ ნახიჩევანის ავტონომიურმა რესპუბლიკამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, სადაც აღიარა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, როგორც სუვერენული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ ეს აღიარება არ განიხილება აზერბაიჯანის და საერთაშორისო დონეზე, როგორც „ოფიციალური აღიარება“, აზერბაიჯანი ინარჩუნებს ჩრდილოეთ კვიპროსთან გულითად ურთიერთობას. 2004 წელს, აზერბაიჯანი დაემუქრა ჩრდილოეთი კვიპროსის აღიარებით, თუ კვიპროსელი ბერძნები მხარს არ დაუჭერდნენ ანანის გეგმას, მაგრამ აზერბაიჯანი უკან წაიღო თავისი მუქარა, როდესაც კვიპროსმა აღნიშნა, რომ ეს არის შეცდომა, რადგან აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი კვიპროსის მსგავსად ოკუპაციის ქვეშაა და შესაძლოა ეს უარყოფით გავლენა მოახდინოს მთიანი ყარაბაღის დავაზე.[62]

ინდოეთის დროშა ინდოეთი 1992 იხ. აზერბაიჯან-ინდოეთის ურთიერთობები
ირანის დროშა ირანი 1918 იხ. აზერბაიჯან-ირანის ურთიერთობები
  • აზერბაიჯანს აქვს საელჩო თეირანში და გენერალური საკონსულო თავრიზში.
  • ირანს აქვს საელჩო ბაქოში და გენერალური საკონსულო ნახიჩევანში.
  • ორივე ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.
  • 1992 წლის 4 იანვარს, ირანმა ბაქოს საკონსულოს გააუმჯობესებით და სრული დიპლომატიური ურთიერთობებით, აღიარა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა.[55][63]
ისრაელის დროშა ისრაელი 1991 იხ. აზერბაიჯან-ისრაელის ურთიერთობები
  • აზერბაიჯანი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდანაა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია და რომელსაც ისრაელთან სტრატეგიული ურთიერთობები აქვს.[64]
  • ისრაელი, 1991 წლის 25 დეკემბერს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარებით, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო.[65]თარგი:Better source
  • ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 7 აპრილს დაამყარა.[65]
იაპონიის დროშა იაპონია 7 სექტემბერი 1992 იხ. აზერბაიჯან-იაპონიის ურთიერთობები
  • იაპონიამ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა 1991 წლის 28 დეკემბერს აღიარა.
  • აზერბაიჯანს აქვს საელჩო ტოკიოში 2005 წლის 12 ოქტომბრიდან.[66]
  • იაპონიას აქვს საელჩო ბაქოში 2000 წლის 21 იანვრიდან.[67]
  • აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს და ეუთო-ს წევრია, ხოლო იაპონია დამკვირვებელი წევრი.
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 27 აგვისტო 1992 იხ. აზერბაიჯან-ყაზახეთის ურთიერთობები
  • აზერბაიჯანს აქვს საელჩო ასტანაში.
  • ყაზახეთს აქვს საელჩო ბაქოში 1994 წლის 16 დეკემბრიდან.
პაკისტანის დროშა პაკისტანი 1992 იხ. აზერბაიჯან–პაკისტანის ურთიერთობები
  • პაკისტანი მეორე ქვეყანაა თურქეთის შემდეგ, რომელმაც აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა აღიარა.
  • პაკისტანი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც გახსნა საელჩო ბაქოში.[68]
  • აზერბაიჯანს აქვს საელჩო ისლამაბადში.[69]
  • ორივე ქვეყანა ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.
  • პაკისტანი აღიარებს მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად.
  • აზერბაიჯანმა ასევე გამოხატა პაკისტანის მხარდაჭერა ქაშმირის საკითხზე.[70]
ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა იხ. ჩრდილოეთი კორეის საგარეო ურთიერთობები
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა 23 მარტი 1992 იხ. აზერბაიჯან-სამხრეთ კორეის ურთიერთობები
  • აზერბაიჯანსა და სამხრეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება 1992 წლის 23 მარტს დაიწყო.
  • ორმხრივი ვაჭრობა 2014 წელს
    • ექსპორტი 269.5 მილიონი დოლარი
    • იმპორტი 0.54 მილიონი დოლარი
  • 2014 წელს აზერბაიჯანში მცხოვრები სამხრეთ კორეელების რაოდენობა 230 შეადგენდა.
  • კორეის საელჩომ აზერბაიჯანში ბრიფინგი გამართა ჟურნალისტებისა და საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებისათვის.[71][72]
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები 1 სექტემბერი 1992[73]

ოკეანეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ფორმალური ურთიერთობები დაიწყო შენიშვნა
ფიჯის დროშა ფიჯი 19 მარტი 2010[74]
მარშალის კუნძულების დროშა მარშალის კუნძულები 10 მარტი 2010[75]
ტუვალუს დროშა ტუვალუ 16 სექტემბერი 2009[76]

არ აქვს ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის დიპლომატიური ურთიერთობები:
  დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებულია
  დიპლომატიური ურთიერთობები არ არის დამყარებული

აზერბაიჯანი დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს 174 ქვეყანასთან (მათ შორის პალესტინა[77] და ვატიკანი) და ევროკავშირთან. აზერბაიჯანს ჯერ კიდევ არ აქვს დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები:[78]

დავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთიანი ყარაბაღი/სომხეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთიანი ყარაბაღის რეგიონის, უმთავრესად სომხებით დასახლებული ავტონომიური ოლქს გაყინული კონფლიქტი აზერბაიჯანში, 1988 წელს დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის სომხურმა უმრავლესობამ ავტონომია მოითხოვა, სომხეთში გამართული დემონსტრაციებით. ამან გამოიწვია აზერბაიჯანში ანტისომხური დაპირისპირება. 1992 წელს დაიწყო ომი, სადაც სომხებისა და აზერბაიჯანელების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ორივე ეთნიკური ჯგუფი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. 1994 წელს, რუსეთის ძალისხმევით ცეცხლის შეწყვეტით ომი დასრულდა, მაგრამ 1 მილიონზე მეტი ეთნიკური სომეხი და აზერბაიჯანელი ოჯახი ჯერ კიდევ ვერ დაბრუნდა თავიანთ სახლებში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი კვლავ მოუგვარებელია, იმ მოლაპარაკებების მიუხედავად, რომლებიც 1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით მიმდინარეობს.[79][80]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Valiyev, Anar: "Azerbaijan and the North Caucasus: A Pragmatic Relationship" in the Caucasus Analytical Digest No. 27
  • Hübner, Gerald: "Foreign Direct Investment in Azerbaijan—the Quality of Quantity" in the Caucasus Analytical Digest No. 28
  • Abbasov, Shahin: "Azerbaijan's Eurovision Story: Great Chances to Improve, But No Political Will" in the Caucasus Analytical Digest No. 32
  • Mazziotti, Marius; Sauerborn, Djan; Scianna, Bastian Matteo: "Multipolarity is key: Assessing Azerbaijan's foreign policy"[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. USACC. Honorary Council of Advisors
  2. Anglo Asian Mining Floats on AIM“, RNS, 29 July 2005. წაკითხვის თარიღი: 21 April 2010. 
  3. Azerbaijan International. Directory. Foreign Embassies in Baku
  4. Azerbaijan International. Directory. Azerbaijan Embassies Abroad
  5. National Holiday of Uzbekistan marked in Baku, AzerTAj
  6. [1]
  7. Azemb Vienna. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  8. Außenministerium Österreich - Botschaft - Baku. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  9. Embassy of Azerbaijan in Belarus. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  10. AZEMBASSY BELGIUM. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  11. 専業主婦の借り入れ|すぐ審査の通る今日中に. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  12. Embassy of Bulgaria in Azerbaijan. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  13. Embassy of Azerbaijan in Croatia
  14. Embassy of Azerbaijan in the Czech Republic
  15. Bilateral relations between Azerbaijan and Denmark. Ministry of Foreign Affairs of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 July 2011. წაკითხვის თარიღი: 11 December 2010.
  16. Azerbaijani embassy in Paris
  17. French embassy in Baku
  18. Willkommen auf der Startseite. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  19. Greek Ministry of Foreign Affairs about the relation with Azerbaijan
  20. Embassy of the Republic of Azerbaijan to the Hellenic Republic - Embassy of the Republic of Azerbaijan. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  21. Azerbaijan & Hungary. Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 January 2015. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  22. Missions and representations accredited to Ireland. Department of Foreign Affairs. წაკითხვის თარიღი: 27 January 2013.
  23. Ambasciata della Repubblica dell'Azerbaigian. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  24. Italian embassy in Azerbaijan
  25. Azerbaijani embassy in Riga
  26. [2]
  27. Flexible Solution. Embassy of the Republic of Azerbaijan to the Kingdom of the Netherlands. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  28. Nederlandse Ambassade in Bakoe, Azerbeidzjan. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  29. Ïîñîë Ðîññèéñêîé Ôåäåðàöèè â Àçåðáàéäæàíñêîé Ðåñïóáëèêå » Ïîñîëüñòâî Ðîññèéñêîé Ôåäåðàöèè â Àçåðáàéäæàíñêîé Ðåñïóáëèêå. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  30. Azerbajdzjan. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  31. Switzerland. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  32. Swiss embassy in Baku
  33. State Secretariat for Economic Affairs SECO, Economic Cooperation and Development
  34. Embassy of Azerbaijan in Ukraine. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  35. Embassy of Ukraine in Azerbaijan. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  36. EMBASSY OF THE REPUBLIC OF AZERBAIJAN - Home. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  37. UK and Azerbaijan. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  38. 38.0 38.1 38.2 Азербайджан установил дипломатические отношения с Буркина-Фасо, Руандой и Кенией "Рол" 31 мая 2004 г.
  39. Азербайджан установил дипломатические отношения с Союзом Коморских островов "Region plus" 2 February 2010
  40. Азербайджан установил дипотношения с Республикой Малави Day.Az 27 Мая 2004
  41. Азербайджан и Свазиленд установили дипломатические отношения Day.Az 7 января, 2010
  42. Embassy of Azerbaijan. დაარქივებულია ორიგინალიდან - 5 February 2015. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  43. Embassy of Azerbaijan in Ottawa
  44. Embassy of Canada in Ankara (in English, French and Turkish)
  45. Азербайджан установил дипломатические отношения с Доминиканкой Республикой "1news.az " 13 November 2007
  46. Между Азербайджаном и Гренадой подписано коммюнике об установлении дипломатических связей "Информационное агентство TREND " 24 September 2010
  47. Bilateral relations between Azerbaijan and Mexico
  48. Embassy of Azerbaijan in Mexico City (in Azeri, English and Spanish)
  49. Embassy of Mexico in Baku (in Spanish)
  50. Nicaragua fortalece relaciones con la República de Azerbaiyán. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  51. Ministerio de Relaciones Exteriores de Nicaragua. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  52. Азербайджан установил дипотношения с Эритреей и Парагваем Day.Az 28 Апреля 2004
  53. Азербайджан и Сент-Люсия установили дипломатические отношения 1NEWS.az 12.03.2010
  54. Азербайджан установил дипломатические отношения с Тринидадом и Тобаго News.mail.ru 12 April 2011
  55. 55.0 55.1 James P. Nichol. Diplomacy in the Former Soviet Republics, Praeger/Greenwood, 1995, ISBN 0-275-95192-8, p. 150
  56. Embassy of Azerbaijan in Washington, DC
  57. Embassy of the United States in Baku (in Azeri and English)
  58. Azerbaijani president: Armenians are guests in Yerevan 17 იანვარი 2008
  59. Azerbaijan Country Page
  60. Azerbaijani president: Armenians are guests in Yerevan
  61. Embassy of the Republic of Azerbaijan to the People's Republic of China. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  62. Turkey and Azerbaijan: The Honeymoon is Over by Fariz Ismailzade. Turkishpolicy.com
  63. Country Studies/Azerbaijan/The Foreign Policy Establishment. http://countrystudies.us.+წაკითხვის თარიღი: 18 January 2008.
  64. caucaz.com. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  65. 65.0 65.1 Azerbaijan–Israel relations
  66. Welcome to Embassy of the Republic of Azerbaijan in Japan!. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  67. Embassy of Japan in Azerbaijan
  68. Embassy of Pakistan in Azerbaijan. წაკითხვის თარიღი: 20 February 2015.
  69. Embassy of Azerbaijan in Pakistan
  70. [3]
  71. http://www.mofa.go.kr/ENG/policy/disarmament/nss/gallery/index.jsp?menu=m_20_70_30&tabmenu=t_5&sp=/webmodule/htsboard/template/read/engreadboard.jsp%3FtypeID=12%26boardid=13778%26seqno=311578
  72. http://www.mofa.go.kr/ENG/countries/europe/countries/20070803/1_24644.jsp?menu=m_30_40
  73. Культурный обмен "Russian Emirates Advertisement"
  74. "Azerbaijan, Fiji establish diplomatic relations" news.az 18 March 2010 Link accessed 21 March 2010
  75. Азербайджан и Маршалловы острова установили дипломатические отношения "1NEWS.az " 12.03.2010
  76. Между Азербайджаном и Тувалу установились дипломатические отношения "AZE.Az " 16 Сентября 2009
  77. [4]
  78. Azerbaijan MFA – diplomatic relations
  79. Fighting Intensifies in Armenian-Azerbaijani War“, The New York Times, p. 10. წაკითხვის თარიღი: 6 August 2013. 
  80. Armenia and Azerbaijan still skirting war in Nagorno-Karabakh. thestar.com. 20 February 2013. Retrieved 6 August 2013