ალი ასადოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალი ასადოვი
ალი ასადოვი
აზერბაიჯანის გერბი აზერბაიჯანის მე-10 პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დროშა
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა8 ოქტომბერი, 2019
ვიცე-პრეზიდენტი  მეჰრიბან ალიევა
პრეზიდენტი  ილჰამ ალიევი
წინამორბედინოვრუზ მამედოვი

დაბადებული11 ივნისი, 1956 (1956-30-11) (64 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ეროვნებააზერბაიჯანელი

ალი ჰიდაიეთის ძე ასადოვი (აზერ. Əli Hidayət oğlu Əsədov; დ. 30 ნოემბერი, 1956) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი 2019 წლის 8 ოქტომბრიდან.[1]

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ნახჩევანის ასსრ-ში, 1956 წლის 30 ნოემბერს. 1974 წელს დაამთავრა ბაქოს საშუალო სკოლა № 134, ჩააბარა მოსკოვის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1978 წელს. 1978—1980 წწ. იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა დაიწყო 1978 წელს. 1978-1980 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. 1980 წელს აზერბაიჯანის სსრ მეცნიერაბათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში მთავარ ლაბორანტად დაიწყო მუშაობა. 1989—1995 წლებში იყო დოცენტი და ბაქოს სოციალური მართვისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის კათედრის გამგე. 1995-2000 წლებში იყო აზერბაიჯანის მილი მეჯლისის წევრი. 1998 წლის 17 აპრილს დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დამხმარედ ეკონომიკურ საკითხებში, 2012 წელს დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად ეკონომიკურ საკითხებში და გახდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.[2] 2019 წელს წარდგენილი იქნა პრემიერ-მინისტრად. დამტკიცებული იქნა ხმათა უმრავლესობით 105 ხმა 0 ხმის წინააღმდეგ. მიღბული აქვს ორი ორდენი „სამშობლოს სამსახურისათვის“. 1989-1995 წელბში იყო ბაქოს სოციალური მენეჯმენტისა და პოლიტოლოგიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2019 წლის 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული კრების პლენარულ სხდომაზე დაისვა საკითხი ალი ასადოვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.[3] საკითხი მიღებულ იქნა კენჭისყრის საფუძველზე.[4][5]

ორდენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ივნისში დაჯილდოვდა მეორე ხარისხის ორდენით „სამშობლოს წინაშე სამსახურისათვის“, ხოლო 2016 წლის 30 ნოემბერს — პირველი ხარისხის ამავე ორდენით.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]