ენა (ენათმეცნიერება)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ენა.
არნოლდ ლაკოვსკი, საუბარი, (დაახლოებით 1935 - წელი)

ენაენათმეცნიერული ცნება-ტერმინი, რომელიც აკუსტიკურად და ოპტიკურად აღქმადი ნიშნების სისტემას აღნიშნავს.

ენა და საზოგადოება[რედაქტირება]

ადამიანის არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ საქმიანობასთან. საზოგადოებრივი საქმიანობა, თავის მხრივ, შეუძლებელია ადამიანთა შორის ურთიერთგაგებინების გარეშე. გაგებინების უმნიშვნელოვანესი საშუალება არის ბუნებრივი ენა.

ენა არის საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნილებებიდან, განსაკუთრებით კი შედეგზე ორიენტირებული საქმიანობიდან მომდინარე, მუდმივად განახლებადი, განვითარებადი სისტემა აკუსტიკურად და ოპტიკურად აღქმადი ნიშნებისა, რომელიც ადამიანს ემსახურება აზრის გაფორმებაში, შეაძლებინებს მას გარკვეულ ფორმაში მოაქციოს აზრი და ამით გასაგები გახადოს იგი მისთვის და სხვათათვის. ენა ადამიანს ფიქრის პროცესს, ანუ გარკვეული რეალობის შემეცნებას შეაძლებინებს. ენის, როგორც ნიშანთა სისტემის მეშვეობით შესაძლებელი ხდება აზრებისა და ემოციური განცდების გადმოცემა, ასევე მოპოვებული ცოდნის ფიქსირება და შენახვა.

ენის დეფინიციიდან გამომდინარე გასაგები ხდება, რომ იგი ადამიანის ენობრივი მოღვაწეობის ინსტრუმენტია და მჭიდრო ურთიერთკავშირშია ადამიანის ცნობიერებასთან. ურთიერთკავშირი ენასა და საზოგადოებას შორის ცხადი ხდება კომუნიკაციაში. კომუნიკაციას ენათმეცნიერები განიხილავენ, როგორც ურთიერთგაგებინების პროცესს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Jung, Walter (გამომც.): Grammatik der deutschen Sprache. Bearbeitet von Günter Starke. - 9., unveränderte Auflage - Leipzig: Bibliographisches Institut, 1988.
  • Bußmann, Hadumod (გამომც.): Lexikon der Sprachwissenschaft. 1.-2. Auflage Kröners Taschenausgabe, Band 452. 3., aktualisierte und erweiterte Auflage. - Stuttgart: Kröner, 2002.
  • Glück, Helmut (გამომც.): Metzler-Lexikon Sprache. - Stuttgart; Weimar : Metzler, 2002.
  • Meyers großes Taschenbuch: in 24 Bänden. Herausgegeben und bearbeitet von Meyers Lexikonredaktion. - Mannheim; Leipzig; Wien; Zürich: BI-Taschenbuchverlag.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: