Interstellar Overdrive

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Interstellar Overdrive
სიმღერა , შემსრულებელი პინკ ფლოიდი
ალბომი The Piper at the Gates of Dawn
გამოიცა 5 აგვისტო 1967
ჩაიწერა თებერვალი-ივნისი 1967
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, სპეის როკი, პროგრესული როკი, ინსტრუმენტული როკი, ჰარდ როკი, ჯემ ბენდი
ხანგრძლივობა 9:41
16:52 (London '66–'67-ის ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia/EMI (ბრიტანეთი) Capitol (აშშ)
ავტორი სიდ ბარეტი, როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი
პროდიუსერი ნორმან სმითი
The Piper at the Gates of Dawnსიმღერების სია
Take Up Thy Stethoscope and Walk
(6)
Interstellar Overdrive
(7)
The Gnome
(8)


Interstellar Overdrive — ჯგუფ პინკ ფლოიდის 1967 წლის ფსიქოდელიური ჟანრის კომპოზიცია ამავე წელს გამოსული ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn.[1][2] იგი თითქმის ათი წუთს გრძელდება. მისი ადრინდელი ვერსია შეტანილია ფილმში Tonite Let's All Make Love in London და რამდენიმე არაოფიციალურ ჩანაწერში.

Interstellar Overdrive იყო ერთ-ერთი ცნობილი კომპოზიცია ფსიქოდელიური ჟანრის პირველი ნაწარმოებიდან. ეს იყო ე.წ სპეის როკის პირველი ნიმუში, რომლის მთავარი იდეაც ეკუთვნოდა პინკ ფლოიდის ლიდერს, სიდ ბარეტს. ცნობილია, რომ ჰალუცინოგენებით გაბრუებული ბარეტი ერთ-ერთი მოგზაურობის დროს კოსმოსში აღმოჩნდა და სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ მან წარმოიდგინა მომავალი კომპოზიციის სტრუქტურა. საკონცერტო შესრულებისას Interstellar Overdrive-ს ხოლმე 20 წუთამდეც აგრძელებდნენ. ლონდონის კლუბებში იგი საკონცერტო პროგრამის პირველი ნომერი იყო და სრულდებოდა 1970 წლამდე.

პერსონალი [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]