Chapter 24

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„Chapter 24“
სიმღერა, შემსრულებელი პინკ ფლოიდი
ალბომი The Piper at the Gates of Dawn
გამოსვლის თარიღი 5 აგვისტო 1967
ჩაიწერა თებერვალი-ივნისი 1967
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ხანგრძლივობა 3:41
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia/EMI (ბრიტანეთი) Capitol (აშშ)
ავტორი სიდ ბარეტი
პროდიუსერი ნორმან სმითი
The Piper at the Gates of Dawn სიმღერების სია

Chapter 24 — მეცხრე სიმღერა პინკ ფლოიდის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (1967).[1][2] მისი ავტორია სიდ ბარეტი, ხოლო ტექსტი ფრაგმენტულად აღებულია ცნობილ ჩინურ „ცვლილებათა წიგნიდან.“

ტექსტი[რედაქტირება]

ფუს ჰექსაგრამა

უცნობია, თუ რომელ თარგმანს იყენებდა თავის ტექსტში ბარეტი, მაგრამ წიგნის ფრაზების მოძიება შესაძლებელია ვილჰელმისა და ბეინზის 1950 წლის ვერსიაში[3] და 1899 წელს შესრულებულ ლეჯის თარგმანში.[4] უფრო ადრეული ვერსია შედარებით პოეტური სტილისტიკით არის დაცული, მაგრამ გვიანდელი უფრო დეტალურად მიმოიხილავს ამა თუ იმ საკითხს. თავი 24 (რომელიც სიმღერის სათაურად იქცა) განიხილავს ფუს (დაბრუნების) ჰექსაგრამის მნიშვნელობას.

„A movement is accomplished in six stages...“ – „ყოველი მოძრაობა მიიღწევა ექვს ფაზაში“ - ეს ნაწილი აღებულია მკითხაობის მეთოდების აღწერის მეგზურიდან.

„...and the seventh brings return“... – „მეშვიდეზე კი ბრუნდება“ - ლეჯის ვერსიით, ეს აღნიშნავს ექვს დღეს, ხოლო მეშვიდე დღე დაბრუნებას ეძღვნება.

„...for seven is the number of the young light...“ – „შვიდი არის ახალი ნათების ციფრი“ - ორიგინალურ ტექსტში ’ნათების’ მაგივრად გამოიყენება ’იანი’ (ჩინ.: ნათება, სინათლე). ბარეტი იყენებს სიტყვის თარგმანს.

„...change returns success...“ – „ცვლილება დაბრუნება წარმატება“ - ვილჰელმის/ბეინზის ვერსიაში არის მხოლოდ „დაბრუნება. წარმატება“ - ფუს ჰექსაგრამის შეჯამება.

„...going and coming without error...“ – „მოძრაობა შეფერხების გარეშე“ (ვ/ბ) - ჰექსაგრამის ქვევიდა მესამე რიგის მნიშვნელობა (ლეჯის მიხედვით)

„...action brings good fortune...“ – „მოქმედება მოიტანს იღბალს“ (ვ/ბ) - პირველი და უაკანასკნელი რიგები (ქვევიდან) აღნიშნავენ „იღბალს“.

„...sunset, sunrise...“ – „...დაღამება, გათენება...“ (უკანასკნელი სიტყვა გამოიყენება მისამღერში და განმეორებადია) - საუბარია ზამთრის ნაბუნიობაზე (იხ. შემდეგი სტრიქონი), წლის ყველაზე გრძელ ღამეზე, რომელიც დაღამებასა და გათენებას შორის არის მოქცეული.

„The time is with the month of winter solstice, when the change is due to come...“ – „ზამთრის ნაბუნიობის დროს უნდა მოხდეს ცვლილება“ - ფუ ასევე არის მეთერთმეტე თვე, ნაბუნიობის დროს, წლის ყველაზე მოკლე დღე, როდესაც დღის ხანგრძლივობა მომატებას იწყებს.

„...thunder in the other course of heaven...“ – „მეხი ცის სხვა მიმართულებით“ - ყოველი ჰექსაგრამა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც ორი ტრიგრამა - ქვედა სამი რიგი არის შიდა ტრიგრამა, ხოლო ზედა სამი რიგი არის გარე ტრიგრამა. ფუ სავარაუდოდ, შედგება მეხისა და მიწის ტრიგრამებისგან. ტექსტში შესაძლოა საუბარი იყოს 25-ე თავში ნახსენებ „ვუ ვანის“ ჰექსაგრამაზე, რომელიც შედგება მეხისა და ცის ტრიგრამებისგან.

შენიშვნა: განხილვაში არ არის მიმოხილული სიმღერის ყველა სტრიქონი.

პერსონალი[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  2. Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  3. I Ching, chapter 24, Wilhelm and Baynes translation, 1950, at Canta Forda Computer Laboratory
  4. I Ching, chapter 24, Legge translation, 1899, at Internet Sacred Texts Archive
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Chapter_24&oldid=2704340“-დან