Matilda Mother
| Matilda Mother | |||||
|---|---|---|---|---|---|
| სიმღერა , შემსრულებელი პინკ ფლოიდი | |||||
| ალბომი | The Piper at the Gates of Dawn | ||||
| გამოიცა | 5 აგვისტო 1967 | ||||
| ჩაიწერა | თებერვალი 1967 | ||||
| ჟანრი | ფსიქოდელიური როკი | ||||
| ხანგრძლივობა | 3:08 | ||||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Columbia/EMI (ბრიტანეთი) Capitol (აშშ) | ||||
| ავტორი | სიდ ბარეტი | ||||
| პროდიუსერი | ნორმან სმითი | ||||
| The Piper at the Gates of Dawn — სიმღერების სია | |||||
|
|||||
Matilda Mother — მესამე სიმღერა პინკ ფლოიდის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (1967).[1][2] ვოკალურ ნაწილს მასში მას ასრულებს რიჩარდ რაიტი, ხოლო სიდ ბარეტი დამატებით ვოკალს ასრულებს.
სექციების სია |
მუსიკა და ტექსტი[რედაქტირება]
სიმღერის ტექსტში შეტანილია ზღაპრების ფრაგმენტები და ნახსენების საბავშვო წიგნი. სიმღერაში საუბარია ბავშვობასთან განშორებაზე. ავტორი აღნიშნავს, რომ მოგონებები ბავშვობაზე ბრუნდება წლების შემდეგ და სიტყვებს „განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ“.
ბარეტის მიერ სიმღერის ტექსტი აღებული იქნა ჰილერ ბელოკის პოეზიიდან. თავდაპირველად ტექსტი განსხვავებული იყო, მაგრამ ბარეტი იძულებული გახდა, შეეცვალა იგი, ვინაიდან ბელოკმა არ მისცა მას ორიგინალური ტექსტის გამოყენების უფლება.[3] კრებულზე The Best of the Pink Floyd / Masters of Rock სიმღერა შეცდომით არის მითითებული, როგორც Mathilda Mother.
კომპოზიციის კიდევ ერთი ვერსია, სხვა ტექსტით, შეტანილია ალბომის The Piper at the Gates of Dawn 2007 წლის გამოცემაში.
პერსონალი[რედაქტირება]
- სიდ ბარეტი — გიტარა , ვოკალი
- რიჩარდ რაიტი — კლავიშიანი ინსტრუმენტები, ვოკალი
- როჯერ უოტერსი — ბას-გიტარა
- ნიკ მეისონი — დასარტყამი ინსტრუმენტები, პერკუსია
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Strong, Martin C. (2004). The Great Rock Discography, 7th, Edinburgh: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5.
- ↑ Mabbett, Andy (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. London: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X.
- ↑ Syd's Fractured Fairy Tales. წაკითხვის თარიღი: 2008-03-18.
|
|||||