Pow R. Toc H.

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Pow R. Toc H.“
კომპოზიციაპინკ ფლოიდი
ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn
გამოსვლის თარიღი 5 აგვისტო 1967
ჩაიწერა თებერვალი-ივნისი 1967
ჟანრი ფსიქოდელიური როკი, ექსპერიმენტული როკი, ინსტრუმენტული როკი, სპეის როკი[1]
ხანგრძლივობა 4:26
ხმისჩამწერი ლეიბლი Columbia/EMI (ბრიტანეთი) Capitol (აშშ)
ავტორ(ებ)ი სიდ ბარეტი, როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი
პროდიუსერი ნორმან სმითი
The Piper at the Gates of Dawnსიმღერები

Pow R. Toc H.“ — მეხუთე სიმღერა ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სადებიუტო სტუდიური ალბომიდან The Piper at the Gates of Dawn (1967).[2][3] მასში დომინირებადია ფორტეპიანოს ჟღერადობა.

მუსიკა და ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Toc H. იყო კოდი, რომელიც აღნიშნავდა ორგანიზაციას „ტელბოტ ჰაუსი“. ეს იყო კლუბი, რომელშიც ოფიცრები და სხვა რანგის პიროვნებები თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ. მოგვიანებით „ტელბოტ ჰაუსი“ იქცა ერთგვარი რელიგიური სექტის ნაწილად.

ნიკ მეისონის თანახმად, ჯგუფის ოთხი წევრი (სიდ ბარეტი, როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი) ები-როუდის სტუდიებში ამ სიმღერას იწერდნენ, როდესაც The Beatles პარალელურ სტუდიაში „Lovely Rita“-ზე მუშაობდა (ალბომიდან Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band).[4] ხმოვანი ეფექტები პინკ ფლოიდის სიმღერაში The Beatles-ის იდენტურია.

1967 წლის დეკემბერში ჯგუფმა ეს ნომერი BBC-ის არქივებისთვის ჩაწერა. მისი შესრულება შეტანილია გადაცემაში The Look of the Week წამყვან ჰანს კელერით, სადაც როჯერი და სიდ ბარეტი საუბრობენ საკუთარი შემოქმედების შესახებ და ცდილობენ კელერის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა მათი „ხმაურიანი მუსიკის“ შესახებ უარყონ.

1969 წლის პროგრამაში ნომერი შედიოდა „The Pink Jungle“-ის სახელით.

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nicholas Schaffner, "Saucerful of secrets: the Pink Floyd odyssey", (Dell, 1992), ISBN 0385306849, p.66.
  2. სტრონგი, მარტინ ჩ. (2004). The Great Rock Discography, მეშვიდე, ედინბურგი: Canongate Books, გვ. 1177. ISBN 1-84195-551-5. 
  3. მებეტი, ენდი (1995). The Complete Guide to the Music of Pink Floyd. ლონდონი: Omnibus Press. ISBN 0-7119-4301-X. 
  4. მეისონი, ნიკ (2004). Inside Out: A Personal History of Pink Floyd. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pow_R._Toc_H.&oldid=4586446“-დან