კანიაპისკოს წყალსაცავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანიაპისკოს წყალსაცავი

კანიაპისკოს წყალსაცავი (ინგლ. Caniapiscau Reservoir) — წყალსაცავი მდინარე კანიაპისკოზე (კვებეკი, კანადა). წყალსაცავი აივსო 1981-1984 წწ. წარმოიქმნა მდინარე კანიაპისკოზე აგებული კაშხლის შედეგად. მდებარეობს ზღვის დონიდან 535 სიმაღლეზე. ფართობი 4318 კმ². სიგრძე 420 კმ, სიგანე 135 კმ, უდიდესი სიღრმე 49 მ[1].

კანიაპისკო სარკის ფართობით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წყალსაცავია, ხოლო კანადაში სარკის ფართობით მხოლოდ სმოლვუდის წყალსაცავს ჩამორჩება.

წყალსაცავი შექმნილია ჯეიმსის ყურის პროექტის განხორციელებისათვის.

კანიაპისკოს წყალსაცავი განლაგებულია მრავალწლოვანი მზრალობის ტერიტორიაზე. გარემომცველი ფართობი დაფარულია ხშირი მცენარეული საფრით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]