კალდერა
ვიკიპედიიდან
კალდერა (ესპ. caldera — დიდი ქვაბი), წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული. აქვს ციცაბო ან საფეხურებიანი კედლები და თიტქმის ბრტყელი ფსკერი. დიამეტრი 10—15 კმ, ზოგჯერ მეტიც, სიღრმე — რამდენიმე ასეული მ.
განარჩევენ აფეთქებითსა და ჩაქცევით კალდერებს. პირველი წარმოიქმნება ვულკანურ ყელში დაგროვილი აირების აფეთქებით, მეორე — დაცარიელებული მაგმური კერის სახურავზე გაჩენილი წრიული რღვევების გასწვრივ ხმელეთის ზედაპირის ჩაქცევით. ასეთი კალდერები უფრო დიდია და უფრო ხშირად გვხვდება.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 5, გვ. 329, თბ., 1980

