ჭალა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ჭალა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჭალა (მრავალმნიშვნელოვანი).
მდინარე მორავას ჭალა

ჭალა, ჭალის ტერასა, ხეობის ძირის ნაწილი, რომელიც წყალდიდობის დროს წყლით იფარება. ჭალის ზედაპირი უსწორმასწოროა; მდინარის გადაკეტილი კლაკნილებისა და ტოტების ნარჩენებს სერები ენაცვლება.

ჭალა შედგება 3 ნაწილისაგან:

  • კალაპოტისპირა, რომელიც ყველაზე მაღალია და მსხვილი ალუვიონით არის აგებული,
  • ცენტრალური, რომელიც უფრო დაბალია და შედარებით მცირე ზომის ნატანით არის აგებული და
  • ტერასისპირა ნაწილი, რომელიც ყველაზე დაბალია, დაჭაობებულია და მოლამული.

ჭალია ნიადაგი მდიდარია ორგანული ნივთიერებით და ძალიან ნოყიერია. ჭალა, ჩვეულებრივ, ტყითა და ბუჩქნარით არის შემოსილი, კულტურული ათვისების შედეგად იყენებენ საძოვრებად.

დაღვრის შედეგად მდინარეს ჭალის ტერიტორიაზე მოაქვს ნაყარი, რომელიც თანდათანობით დონეს უმატებს ჭალის ზედაპირს. აკუმულაციასთან ერთად ჭალის ზედაპირზე მიმდინარეობს მისი ნაპირების წარეცხვა, რასაც იწვევენ მდინარეული ნაკადები.

არსებობს ასევე ტბიური ჭალები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჭალა&oldid=2375978“-დან