ბარხანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საჰარაში არსებული ბარხანი

ბარხანირელიეფის დადებითი ფორმა, დიუნის სახესხვაობა. წარმოადგენს უდაბნოს კონტინენტურ დიუნას, ქარით მოტანილსა და მცენარეებით გაუმაგრებელი ფხვიერი ქვიშის ბორცვს. მყარ გრუნტზე დახროვებული ცალკეული და ჯგუფური ბარხანები ქვიშის ნაკლებობისას დაბალია (0,5-იდან რამდენიმე მეტრამდე), მაგრამ შეიძლება 100 მ-ზე მეტ სიმაღლესაც მიაღწიოს.

ბარხანისთვის დამახასიათებელია ნახევარმთვარისებრი და ნამგლისებრი მოხაზულობა, გრძელი და დამრეცი (5-15°), საქარე და ციცაბო (30-33°) ქარზურგა ფერდობები, რომლებიც ქარის მიმართულებით წაგრძელებულ „რქებში“ გადადის.

ქვიშით ერთიანად დაფარულ ფერდობებზე ქარის სხვადასხვა რეჟიმის პირობებში ბარხანს სხვადასხვა ფორმა ეძლევა. ბარხანები წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრიდან ასეულ მეტრამდე იცვლის ადგილს.

მოძრავ დიუნებსა და ბარხანებს დიდი ზიანი მოაქვთ, რამეთუ ქვიშის დიდი მასები ფარავენ საზოგადოების მიერ კეთილმოწყობილ ტერიტორიებს (მინდვრებს, ბაღებს და ა.შ.). ბარხანებს უჭირავს ქვიშიანი უდაბნოს მცენარეულობას თითქმის მოკლებული უბნები. ბარხანები ბევრია საჰარაში, აგრეთვე შუა აზიის უდაბნოებში – ყარაყუმსა და ყიზილყუმში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]