რიბინსკის წყალსაცავი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
რიბინსკის წყალსაცავი (რუს. Рыбинское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ვოლგისა და მდინარე შექსნაზე, რუსეთის ვოლოგდის, ტვერისა და იაროსლავლის ოლქებში.
შექმნილია რიბინსკის ჰიდროკვანძის კაშხლით. ფართობი 4580 კმ², მოცულობა 25,5 კმ³. საშუალო სიღრმე 5,5 მ, მაქსიმალური სიღრმე 25-30 მ. სიგრძე ვოლგის კალაპოტის გასწვრივ 110 კმ, მოლოგის კალაპოტის გასწვრივ - 226 კმ, შექსნის კალაპოტის გასწვრივ - 328 კმ. მაქსიმალური სიგანე 60 კმ. წყალსაცავის დონე ცვალებადობს 4-5 მ-ის ფარგლებში.
რიბინსკის წყალსაცავი ვოლგა-ბალტიის სანაოსნო გზის ნაწილია. მიმდინარეობს თევზჭერა.
წყალსაცავის ნაპირებზეა ქალაქები : ჩერეპოვეცი, ვესიოგონსკი, უგლიჩი, პოშეხონიე, რიბინსკი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 8, გვ. 384, თბ., 1984.