კარიბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარიბის წყალსაცავის კაშხალი

კარიბა (ინგლ. Lake Kariba) — წყალსაცავი აფრიკაში, მდინარე ზამბეზიზე (ზამბია, ზიმბაბვე). აივსო 1958-1963 წწ. მდებარეობს ზღვის დონიდან 485 მ სიმაღლეზე. ფართობი 5580 კმ², სიგრძე 280 კმ, სიგანე 40 კმ, მოცულობა 180 კმ³. საშუალო სიღრმე 31 მ, უდიდესი სიღრმე 78 მ.

შექმნილია ძირითადად ენერგეტიკული და საირიგაციო მიზნებისათვის. გარდა ამისა, წყალსაცავი გამოიყენება სათევზაოდ. თევზების თავმოყრის ადგილებია მხოლოდ სანაპირო რაიონები. ბინადრობს რამდენიმე ათეული სახეობის თევზი.

კარიბა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური ტბაა. წყლის ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 17-იდან 32 °С-მდე. წყლის გამჭვირვალობა იცვლება 1-იდან 12 მ-მდე.

ნაპირები ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილია მრავალრიცხოვანი ყურეებით, უბეებითა და კუნძულებით. ტბას ხშირად დიდი რაოდენობით სტუმრობენ სპილოები. კარიბის წყალსაცავის სანაპიროებზე გაშენებულია სასტუმროები, ტურბაზები.

წყალსაცავიდან დაახლოებით 100 კმ-ში (მდინარე ზამბეზის აყოლებით) მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი ვიქტორია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]