ვოლტა (წყალსაცავი)
| ვოლტა | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 85 მ |
| სიგრძე | 400 კმ |
| ფართობი | 8482 კმ² |
| მოცულობა | 148 კმ³ |
| სანაპირო ზოლის სიგრძე | 7 ათ. კმ |
| მაქსიმალური სიღრმე | 80 მ |
| საშუალო სიღრმე | 18 მ |
ვოლტა (ინგლ. Lake Volta) — მსოფლიოს უდიდესი წყალსაცავი დასავლეთ აფრიკაში, განაში. მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარეზე, ზღვის დონიდან 85 მ სიმაღლეზე.
1961-1965 წწ. ქალაქ აკოსომბოსთან (განა) იქ, სადაც მდინარეები შავი და თეთრი ვოლტა ერწყმიან ერთმანეთს, შეიქმნა (ვიწრო ხეობაში) აკოსომბოს ჰიდროელექტროსადგური. შედეგად დაიწყო წყალსაცავის ავსება და საბოლოოდ შეიქმნა მსოფლიოს უდიდესი წყალსატევი. ვოლტას წყალსაცავის სარკის ფართობია 8482 კმ², მოცულობა 148 კმ³, საშუალო სიღრმე 18 მ, უდიდესი სიღრმე 80 მ.[1] ტბის ტერიტორია ვრცელდება ორ სხვადასხვა ბუნებრივ მხარეში: წყალსაცავის ჩრდილოეთი ნაწილი — სავანის ზონაში მდებარეობს, ხოლო სამხრეთი — ტროპიკულ ზონაში.
ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ წყალსაცავი გადაჭიმულია დაახლოებით 400 კმ-ზე, სანაპირო ხაზის სიგრძე 7 ათ. კმ-ზე მეტია. ნაპირები ძლიერ შეჭრილ-შემოჭრილია. შიგ ტბაში მრავალი დიდი თუ პატარა კუნძულია. წყალსაცავის ტერიტორია ქვეყნის უკიდურესად მნიშვნელოვანი ობიექტია.
ვოლტას წყალსაცავი შექმნილია ენერგეტიკული, წყლის ტრანსპორტისა და წყალმომარაგებისათვის. ფართოდ არის განვითარებული თევზჭერა, გემთსავლობა.
აკოსომბოს ჰიდროელქტროსადგური გაშენებულია ვოლტას წყალსაცავის სამხრეთით. იგი ქვეყნის დიდ ნაწილს უზრუნველყოფს ელექტროენერგიით.
1964, 1966 და 1969 წწ. წყალსაცავის (ტბის) ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიწისძვრა.

