კუიბიშევის წყალსაცავი
კუიბიშევის წყალსაცავი (რუს. Куйбышевское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ვოლგაზე, რუსეთის ჩუვაშეთის, მარი ელის, თათრეთის, ულიანოვსკისა და სამარის ტერიტორიებზე. შექმნილია 1955-1957 წწ. წყალსაცავის სიგრძე 500 კმ-ზე მეტია, მაქსიმალური სიგანე 35 კმ. წყლის სარკის ფართობი 6,5 ათ. კმ². წყლის მოცულობა 58 კმ³, მათგან 34 კმ³ სასარგებლოა.
საშუალო სიღრმე 8 მ, მაქსიმალური სიღრმე 41 მ.
კუიბიშევის წყალსაცავი ახდენს ჩამონადენის სეზონურ რეგულირებას, წყალსაცავის დონე ცვალებადობს 6 მ ფარგლებში. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. იყინება ნოემბერ-დეკემბერში, ყინულძვრა აპრილშია, ზოგჯერ მაისის დასაწყიში. კუიბიშევის წყალსაცავი შეიქმნა ენერგეტიკული, წყლის ტრანსპორტის, ირიგაციისა და წყალმომარაგების მიზნით. გარდა ამისა წყალსაცავი გამოიყენება სათევზაოდ.
ხშირია ნაპირების წარეცხვა და აბრაზია, გააქტიურდა მეწყერი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- კუიბიშევის წყალსაცავი (რუსული)
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 61, თბ., 1983 წელი.