ვერძის შუბლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერძის შუბლი

ვერძის შუბლიდედამიწის ზედაპირის რელიეფის ოვალური ან მომრგვალო დადებითი ფორმები, რომელიც გავრცელებულია ძველი და თანამედროვე გამყინვარების მხარეებში. წარმოადგენს მოძრავი მყინვარით მოსწორებულ და გაკრიალებულ მკვიდრი ქანების ამოზნექილ ზედაპირს — კლდოვან შვერილებს. ვერძის შუბლების ერთობლიობა წარმოქმნის „ხუჭუჭა კლდეებს“.

ფერდობი, რომელიც მიმართულია იქითკენ, საიდანაც მოდის მყინვარი, დამრეცი და გლუვია, საწინააღმდეგოდ მიმართული კი – ციცაბო და უსწორმასწორო. სიგრძე ასეულ მეტრს აღწევს, სიმაღლე – 50 მ. ვერძის შუბლი გავრცელებულია როგორც თანამედროვე, ისე ძველი გამყინვარების მხარეებში.

კარგად არის გამოხატული ბალტიის ფარის რაიონებში, მ.შ. კარელიაში, კოლის ნახევარკუნძულზე. გვხვდება ასევე პამირშიც.

საქართველოში „ვერძის შუბლი“ დამახასიათებელია მხოლოდ კავკასიონზე. რელიეფის აღნიშნული ფორმები კარგად ჩანს სვანეთში (მაგ., უშბის მყინვარზე).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]