მაარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
მაარი (გერმ. Маar) — ძაბრისებრი ან ცილინდრის ფორმის თითქმის ბრტყელძირიანი აფეთქების კრატერი, რომლის უკონუსო ყელს გარს აკრავს ამოფრქვეული ფხვიერი მასალის ზვინული. მაარი წარმოიქმნება ვულკანური აირების ერთჯერადი აფეთქების შედეგად (ლავის ამოუღვრელად). მაარის განიკვეთი 200-იდან 3200 მ-მდეა, სიღრმე - 400 მ-მდე. ზოგჯერ მაარი ტბას უკავია.
მათთვის დამახასისათებელია შლაკური საფრის უმნიშვნელო განვითარება, ლავური ნაკადების არყოფნა, მოკლე პერიოდული ამონთხევა და დაწყებითი აფეთქების დიდი ძალა.
მაარი განსაკუთრებით განვითარებულია გერმანიასა (ეიფელი) და საფრანგეთში (ოვერნი). გარდა ამისა იგი გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკასა (აშშ, კანადა) და სამხრეთ ამერიკაში (პატაგონია).
გამოიყოფა ტუფური, ბაზალტური, აირული მაარები და ფსევდომაარები.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Maar World Map
- Maarmuseum Manderscheid
- Der Schatz im Kratersee - Artikel zum Baruther Maar in Sachsen auf dem Geowissenschaften-Portal planeterde
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 321, თბ., 1983 წელი.
- Геологический словарь, т2, М-Я., Москва., 1955.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||