მეანდრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერთ-ერთი მდინარის მეანდრი

მეანდრი (ბერძნ. Μαίανδρος — თურქეთის მეტად დაკლაკნილი მდინარის დიდი მენდერესის ძველი სახელწოდება) — ვაკის მდინარის კლაკნილი, რომლის სიმრუდის რადიუსი დამოკიდებულია მდინარის წყლიანობასა და სიჩქარეზე. მეანდრი გეოლოგიურად მდინარის კალაპოტის დეფორმაციაა, რომელიც უმეტესად ვითარდება ვაკის მდინარეების ქვემო დინებებში, იქ სადაც განვითარებულია ნელი დინება.

ჩაღუნული ნაპირი როგორც წესი ციცაბოა, ხოლო ამობურცული ნაწილი — აღმართია. მეანდრეებს მსოფლიოს მრავალი მდინარე ქმნის.

საქართველოში დიდ სიგრძეზე მეანდრეებს აჩენს მდინარე იორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]