მანიკუაგანის წყალსაცავი
მანიკუაგანი (ინგლ. Manicouagan Reservoir; მანიკუაგანის ტბა) — რგოლისებრი ტბა ჩრდილოეთ ამერიკაში (კვებეკი, კანადა). მდებარეობს ლავრენტის მაღლობზე, ზღვის დონიდან 342-359 მ სიმაღლეზე. მოქცეულია კრატერში, რომელიც წარმოიქმნა მეტეორიტის ვარდნის შედეგად.
წყალსაცავის ფართობი უდრის 1942 კმ²-ს, მოცულობა 142 კმ³-ს. საშუალო სიღრმე 85 მ, უდიდესი სიღრმე 350 მ. ტბის შუაგულში მდებარეობს კუნძული რენე-ლევასერი, რომელზედაც აღმართულია ბაბილონის მთა (952 მ).
მანიკუაგანი კარგად მოჩანს კოსმოსიდან და ამიტომ მას „კვებეკის თვალსაც“ უწოდებენ.
ტბის ფართობი გაიზარდა 1960 წელს, როდესაც კომპანია ჰიდრო-კვებეკმა ააშენა დიდი რაოდენობით კაშხლები ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად. კაშხლების კომპლექსს ასევე ეწოდება მანიკ-უტარდის პროექტი, რადგანაც ისინი განლაგებული არიან მდინარეებზე მანიკუაგანზე და რივერ-ოზ-უტარდზე.
მანიკუაგანი მუშაობს ჰიდროაკუმულატორის რეჟიმში. ზამთრის თვეებში წყალსაცავის წყლის დონე კლებულობს.
გალერეა[რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- მანიკუაგანის წყალსაცავი (ინგლისური)
- მანიკუაგანის წყალსაცავი (ინგლისური)