ბუქთარმის წყალსაცავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუქთარმის წყალსაცავი
ბუქთარმის წყალსაცავის ნაპირის მონაკვეთი
ბუქთარმის წყალსაცავის ნაპირის მონაკვეთი
კოორდინატები: 49°39′40″ ჩ. გ. 83°20′52″ ა. გ. / 49.66111° ჩ. გ. 83.34778° ა. გ. / 49.66111; 83.34778
მდებარეობა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
სიგრძე 500 კმ
სიგანე 35 კმ
ფართობი 5 500 კმ²
მოცულობა 53 კმ³
მაქსიმალური სიღრმე
საშუალო სიღრმე 9,6 

ბუქთარმის წყალსაცავი მდებარეობა ყაზახეთი

Blue pog.svg

ბუქთარმის წყალსაცავიწყალსაცავი მდინარე ირტიშზე, ყაზახეთის აღმოსავლეთით. შევსება დაიწყო 1960 წელს. 1966 წლიდან ახდენს ჩამონადენის რეგულირებას. შედგება ორი ნაწილისაგან: მდინარეული მონაკვეთისა და ზაისანის ტბის ქვაბულისაგან . ფართობი 5 500 კმ². მოცულობა 53 კმ³, სიგრძე 500 კილომეტრზე მეტი, მაქსიმალური სიგანე 35 კილომეტრი, საშუალო სიღრმე 9,6 მეტრი. მდინარეების ბუქთარმისა და ნარინის ხეობებში და მონჩეკურის ქვაბულში 30-50 კილომეტრი სიგრძის და 10 კილომეტრამდე სიგანის ყურეებია. წყალსაცავს დიდი მნიშვნელობა აქვს უსტკამენოგორსკის ჰესის სიმძლავრის გასაძლიერებლად. ყოველწლიურად გაზაფხულზე წყალსაცავიდან უშვებენ წყალს რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწის მოსარწყავად. წყალსაცავი ხელს უწყობს ნაოსნობას ირტიშზე ქალაქ ომსკამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება]