რიგელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიგელი

რიგელი (გერმ. Riegel – განივა, ურდული) — განივი კლდოვანი ჭორომი მყინვარული ხეობის ძირზე. წარმოიქმნება ხეობის ფსკერზე გაშიშვლებული მკვრივი ქანებით ან მყინვარის გაძლიერებული მოქმედების შედეგად ხეობის გაღრმავებით. რიგელი ისევე როგორც ვერძის შუბლი იქმნება ეგზარაციის შედეგად. ამასთან რბილი ქანები იმსხვრევა და მყინვარს გადააქვს, ხოლო შედარებით მაგარი ქანები, რჩებიან და საფეხურებს ქმნიან. რიგელი წარმოიქმნება ასევე მყინვარების შერწყმის ადგილას, სადაც ინტენსიურად აწარმოებს ფსკერის დახვნასა და ამით უფრო მეტად აღრმავებს ხეობის ძირს. რიგელი შეიძლება მთლიანად იყოს დაფარული ყინულით ან მასზე ამოშვერილი ნუნატაკით. ტროგული ხეობის გრძივ პროფილს გააჩნია საფეხურებისებური ფორმა, რომელიც განპირობებულია ამოწეული კლდოვანი საფეხურების მონაცვლეობით, ე. ი. რიგელით, და ასევე ჩაზნექილი მონაკვეთებით — ამოფხეკილი აუზებით.

თუ მყინვარებმა ადგილი გადაინაცვლეს, მაშინ აუზები როგორც წესი ემსახურებიან ტბათა აბაზანებს ან ამოვსებული არიან მდინარეთა ნატანებით, ხოლო რიგელი ამ დროს გაშიშვლებულია. ვერძის შუბლის მსგავსად რიგელი მკვეთრად ასიმეტრიულია.

მყინვარ ფედჩენკოს რიგელზე მდებარეობს ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარე მეტეოსადგური.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]