გალის წყალსაცავი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გალის წყალსაცავი
კოორდინატები:

42°39′24″ ჩ. გ. 41°48′17″ ა. გ. / 

მდებარეობა გალის მუნიციპალიტეტი
ფართობი 8,2 კმ²
მოცულობა 145 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 42,3 
საშუალო სიღრმე 17,7 
აუზის ფართობი 166 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ერისწყალი
გამომდინარე მდინარე ერისწყალი

გალის წყალსაცავი მდებარეობა საქართველო

Blue pog.svg
გალის წყალსაცავი

გალის წყალსაცავიწყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, მდინარე ერისწყალზე, სოფელ რეჩხთან. აშენდა 1969 წელს. წყალშემკრები აუზის ფართობი 166 ათ. კმ², სარკის ფართობი 8,2 კმ², წყლის საერთო მოცულობა 145 მლნ მ³, სასარგებლო მოცულობა 110 მლნ. მ³, საშუალო სიღრმე 17,7 მ, უდიდესი სიღრმე 42,3 მ. საზრდოობს ძირითადად მდინარე ერისწყლისა და მდინარე ენგურის ჩამონადენით, რომელიც წყალსაცავში ჩაედინება ენგურჰესის დაწნევითი დერივაციული გვირაბით. გალის წყალსაცავის ფსკერი დაფარულია ალუვიონის სქელი ფენით. ნაპირები ზედა ნაწილში დამრეცია, ქვედაში — ციცაბო. აღინიშნება მეწყრული პროცესები. სანაპირო შემოსილია ბუჩქნარითა და მეორეული ტყით.

გალის წყალსაცავი ჯვრის წყალსაცავთან ერთად ქმნის კასკადს, რომლის ძირითადი დანიშნულებაა მდინარე ენგურის ჩამონადენის მრავალწლიური და მდინარე ერისწყლის ჩამონადენის დღეღამური რეგულირება ენერგეტიკული მიზნებისთვის.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ა. ჯავახიშვილი, ქე, გვ. 537, თბილისი 1997.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები