გურის წყალსაცავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გურის წყალსაცავთან აშენებული ჰიდროელექტროსადგური

გურის წყალსაცავიწყალსაცავი მდინარე კარონის (ორინოკოს მარჯვენა შენაკადი) კანიონში, ვენესუელაში. ფართობი 4,250 კმ², მოცულობა 135 კმ³, სიგრძე 175 კმ, სიგანე 48 კმ. წყალსაცავი პირველ რიგში შექმნილია ენერგეტიკული მიზნებისათვის.

წყალასაცავთან აშენებულია გურის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ელსადგურია. ჰიდროელექტროსადგურის აშენება 1963 წელს დაიწყო. პირველი ნაწილი (ჰიდროაგრეგატები) 1978 წელს დასრულდა, ხოლო მეორე 1986 წელს.

ჰიდროელექტროსადგურის აღჭურვილობაში შედის კაშხალი, რომლის საერთო სიგრძეა 1300 მ, ხოლო სიმაღლე 162 მ.

გურის წყალსაცავს ქვეყნის ეკონომიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]