ბრატსკის წყალსაცავი
ბრატსკის წყალსაცავი (რუს. Братское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ანგარაზე, რუსეთის ირკუტსკის ოლქში. შექმნილია ბრატსკის ჰესის კაშხალით. ავსება დაიწყო 1961 წელს, საპროექტო ნიშნულს მიაღწია 1967 წელს. ფართობი 5426 კმ², მოცულობა 169 კმ³.
ბრატსკის წყალსაცავის სიგრძეა 570 კმ, სიგანე 25 კმ-მდე. საშუალო სიღრმე 31 მ, უდიდესი სიღრმე 150 მ.
შედგება ორი ძირითადი ლუბრმისაგან, რომლებიც მდინარე ანგარის (547 კმ) და მდინარე ოკის (370 კმ) გაყოლებით მდებარეობს. მრავალი შენაკადის შესართავი გადაიქცა 15 კმ-მდე სიგრძის ყურედ.
ბრატსკის წყალსაცავი მრავალწლიური ჩამონადენის მარეგულირებელია. ძირითადი ენერგეტიკული დანიშნულების გარდა იყენებენ სანაოსნოდ, წყლის მომარაგების მიზნით, თევზ მეურნეობისათვის.
ბრატსკის წყალსაცავის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: ბრატსკი, სვირსკი, უსოლიესიბირსკოე.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- აღწერა და ფოტოსურათები
- ბრატსკის წყალსაცავის მონაცემები
- Поиск по данным государственного водного реестра - вдхр. Братское
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 2, გვ. 508, თბ., 1977;
- Братское водохранилище. Инженерная геология территории, М., 1963.