ზეის წყალსაცავი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ზეის წყალსაცავი | |
|---|---|
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 307 მ |
| სიგრძე | 225 კმ |
| სიგანე | 24 კმ |
| ფართობი | 2420 კმ² |
| მოცულობა | 68,4 კმ³ |
ზეის წყალსაცავი (რუს. Зейское водохранилище) — წყალსაცავი მდინარე ზეას ზემოთში, ამურის ოლქში (რუსეთი). წარმოქმნილია ზეის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ხარჯზე. აივსო 1974-1980 წწ. ფართობი 2420 კმ², სიგრძე 225 კმ, სიგანე 24 კმ, მოცულობა 68,4 კმ³.
წყალსაცავი იწყება ზეის ჰიდროელექტროსაგდურის კაშხალთან, იქ სადაც გაშენებულია ქალაქი ზეა. გაივლის რა 40 კმ-ს ვიწრო ხეობას, შემდეგ გადადის ფართო წყალსატევში. წყალსაცავი ჩამონადენის მრავალწლიური მარეგულირებელია. დონის რყევა შეადგენს 26 მ-ს. ზეის წყალსაცავი შექმნილია ენერგეტიკული მიზნებისათვის და ასევე წყალდიდობასთან ბრძოლისათვის. ფართოდ წარმოებს აგრეთვე თევზჭერა (სიგი, წერი, ამურის ლოქო, ზუთხი).
სანაპიროებზე მდებარეობს ზეის ნაკრძალი, რომელიც 1963 წელსაა შექმნილი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ზეის წყალსაცავი (რუსული)